კარლ ფერდინანდ გუცკოვი, გუცკო (გერმ. Karl Ferdinand Gutzkow; დ. 17 მარტი, 1811, ბერლინი — გ. 16 დეკემბერი, 1878, ზაქსენჰაუზენი) — გერმანელი მწერალი და დრამატურგი, თანამედროვე გერმანული სოციალური რომანის ფუძემდებელი, XIX საუკუნის შუა წლების ლიტერატურული მოძრაობის — „ახალგაზრდა გერმანიის“ აქტიური წევრი.

კარლ გუცკოვი
გერმ. Karl Gutzkow
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1811(1811-03-17)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ბერლინი[1]
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 1878(1878-12-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი მაინის ფრანკფურტი[1] [7]
დასაფლავებულია ფრანკფურტის მთავარი სასაფლაო
ფსევდონიმი Leonhard Falk[8] , Karl Gutzkone და E. L. Bulwer
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი[9] [7] , რომანისტი, დრამატურგი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო[7]
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[7]

გუცკოვი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა: მამამისი სამშენებლო მუშა იყო. ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, სადაც ჰეგელისა და შლაიერმახერის ლექციებს ისმენდა. მოგვიანებით ჰაიდელბერგსა და მიუნხენში სწავლობს. თავდაპირველად ჟურნალისტად მუშაობდა. 1838-1842 წლებში ჟურნალ „ტელეგრაფ ფიურ დოიჩლანდის“ რედაქტორი იყო. ყურადღება მიიქცია სატირული რომანით „მაჰა გურუ, ღმერთის ამბავი“ (Maha Guru, Geschichte eines Gottes, 1833). 1835 წელს გამოაქვეყნა „ეჭვნეული ვალი“ (Wally, die Zweiflerin). რომანი იყო ქორწინების არსებულ ტრადიციებზე რელიგიურ სკეპტიციზმით შეზავებული თავდასხმა, რომელმაც საფუძველი დაუდო „ახალგაზრდა გერმანიის“ მეამბოხე მოძრაობას. თავად გუცკოვი 3 თვით დააპატიმრეს, მისი თხზულებები აკრძალეს. გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა ტრაგედიების სერია, მათ შორის „ვერნერი, ანუ გული და სამყარო“ (Werner or Heart and World, 1840), რომელიც დიდხანს იყო გერმანული თეატრების რეპერტუარის ნაწილი, ასევე „ტარტუფის მოდელი“ (Das Urbild des Tartüffe, 1844) და „ურიელ აკოსტა“ (Uriel Acosta, 1846). 1847 წელს დრეზდენის სამეფო თეატრის ლიტერატურული კონსულტანტი გახდა. 1850 წელს გამოაქვეყნა „სულიერების რაინდის“ პირველი წიგნი, რომელიც თანამედროვე გერმანული სოციალური რომანის დასაბამად ითვლება. მისი უკანასკნელი მნიშვნელოვანი თხზულება „რომის ჯადოქარი“ (Der Zauberer von Rom, 1858-1861) სამხრეთ გერმანიაში რომის კათოლიკეთა ცხოვრებას ეხება.

საქართველოში განსაკუთებული პოპულარობით სარგებლობდა გუცკოვის პიესა „ურიელ აკოსტა“, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში საქართველოში საგასტროლოდ ჩამოსულმა მოსკოვის მცირე თეატრმა წარმოადგინა. 1887 წელს ჟურნალ „თეატრში“ პიესის ქართული თარგმანი დაბეჭდა იოსებ ბაქრაძემ, სცენაზე წარმოადგინა ქუთაისის დრამატულმა დასმა (ურიელის როლს ასრულებდა კოტე მესხი). ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ურიელ აკოსტას“ კოტე მარჯანიშვილისეული დადგმა (1929, პიესის მთარგმნელი ვალერიან გაფრინდაშვილი, რეჟისორი გრიგოლ სულიაშვილი, მხატვარი პეტრე ოცხელი, ქორეოგრაფი დავით მაჭავარიანი, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი, მთავარ როლებს ასრულებდნენ უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე), რომელმაც ქართული თეატრის აღორძინებას დაუდო სათავე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118543830 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 П. Вейнберг Гуцков, Карл // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. IXа. — С. 946–947.
  8. Czech National Authority Database
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: