სოციალური რომანი
სოციალური რომანი — ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია საზოგადოების, ხალხის პრობლემებზე. სოციალური რომანის გმირი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მუშა, გლეხი და დაბალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელი. სოციალური რომანი წარმოიშვა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ხალხში სოციალიზმის იდეები გავრცელდა.
სოციალური ნაწარმობებია:
- რუსეთში - ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, „ომი და მშვიდობა“, „აღდგომა“, დოსტოევსკის „ეშმაკნი“, გორკის უმეტესი ნაშრომები;
- ამერიკაში - თეოდორ დრაიზერის - „კერი“, „ჯენი გერჰარდტი“, „ამერიკული ტრაგედია“, ნათანიელ ჰოთორნის „მეწამული სიმბოლო“, რალფ ელისონის „უჩინარი კაცი“, ჯეკ ლონდონის ნაშრომები, ჯონ სტეინბეკის „მრისხანების მტევნები“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“;
- ინგლისში - ჩარლზ დიკენსის - ოლივერ ტვისტი, „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“;
- პოლონეთში - ბოლესლავ პრუსის - „თოჯინა“;
- საქართველოში - ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“, „გვადი ბიგვა“, „ჰაკი აძბა“, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“; ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“.
სქოლიო
რედაქტირება- See: Thomas Carlyle's The Condition of England
- http://www.newscientist.com/article/mg20126914.500-how-novels-help-drive-social-evolution.html
- http://www.readbookonline.net/title/275/ დაარქივებული 2009-02-22 საიტზე Wayback Machine.