მაცი ხვიტია
მაცი ხვიტია — ანტონ ფურცელაძის ისტორიული რომანი. ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა ანტონ ფურცელაძემ 1869-1870 წლებში დაწერა რომანი „მაცი ხვიტია“.
„მაცი ხვიტია“ | |
---|---|
ავტორი | ანტონ ფურცელაძე |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ენა | ქართული |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამოცემის თარიღი | 1869 - 1870 |
გვერდი | 200 |
სიუჟეტი
რედაქტირებასახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს იტყვის და იმავე ღამეს დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას გაათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას არაერთხელ დაიმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს დაესხმის და ტყვეებს გაათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებათ. გურანდუხტის მდევრები გაქცეულებს წამოეწევიან და დახოცავენ.
პერსონაჟები
რედაქტირება- მაცი ხვიტია — აბრაგი
- ეკა - მაცის სატრფო
- კოჭოია
- ომარ მარღანია
- ძგვიბი
- ვალოდია
ეკრანიზაცია
რედაქტირებაანტონ ფურცელაძის რომანის მიხედვით გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი „მაცი ხვიტია“ რეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ. მთავარ როლს ასრულებენ მსახიობები: ალეკო გაბეჩავა, მანანა აბაზაძე, დოდო აბაშიძე და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ.: ფანტაზია, 2006.