მაცი ხვიტია (ფილმი)
მაცი ხვიტია — რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1966 წლის ქართული ფილმი. გადაღებულია ანტონ ფურცელაძის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
„მაცი ხვიტია“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გიორგი შენგელაია |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი |
გურამ ასათიანი გიორგი შენგელაია |
როლებში |
ალეკო გაბეჩავა მანანა აბაზაძე გოგი ქავთარაძე დოდო აბაშიძე |
კომპოზიტორი | სერგო ჟვანია |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ პოლიკარპოვი |
ოპერატორი | გიორგი კალატოზიშვილი, იგორ ამასიისკი |
მხატვარი | ვასილ არაბიძე, რომან მახარაძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1966 |
ხანგრძლივობა | 93 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ, სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებასახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს ამბობს და იმავე ღამეს, დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას ათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას კიდევ არაერთხელ იმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს ესხმის და ტყვეებს ათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს.
როლებში
რედაქტირება- ალეკო გაბეჩავა — მაცი
- მანანა აბაზაძე — ეკა
- გოგი ქავთარაძე — კოჭოია
- დოდო აბაშიძე — ომარ მარღანია
- რევაზ ხობუა — ძგვიბი
- ვარლამ (ვალოდია) წულაძე — ხვიჩა
- ლიანა ასათიანი — გურანდუხტი
- გიორგი გელოვანი — ჯოღორია-მოურავი
- კახი კავსაძე — ჯამლეტი-ბატონიშვილი
- დათო ყუფარაძე — მღვდელი
- ზურაბ ყიფშიძე — პატარა კოჭოია
- გრიგოლ ტყაბლაძე — მაცის მამა
- თინათინ ჩარკვიანი
- ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე
- კონსტანტინე (კოტე) თოლორაია
- დავით ოქროსცვარიძე
- ბონდო გოგინავა
- კუკური მჟავანაძე
- ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი