დოდო აბაშიძე

საბჭოთა და ქართველი მსახიობი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, ტფილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 26 იანვარი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).

დოდო აბაშიძე
Pv abashidze.jpg
მსახიობი დოდო აბაშიძე
დაბადების სახელი დავით აბაშიძე
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1924
ტფილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1990 (65 წლის)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1954–1988
შვილ(ებ)ი ზაზა აბაშიძე
მშობლები მამა: ივანე აბაშიძე
დედა: ნინო ანდრონიკაშვილი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის ( ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის ( ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები.

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარის („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანას („დიდი მწვანე ველი“, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), პოლიციის პრისტავის („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარლამის („რაჭა, ჩემი სიყვარული“, 1977), სეთურის („დათა თუთაშხია“, 1977), გიორგის („ფესვები“, 1987) და სხვა სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფიარედაქტირება

რეჟისორული ნამუშევრებირედაქტირება

გადაღებულია ფილმებშირედაქტირება

ახმოვანებსრედაქტირება

წოდებები და ჯილდოებირედაქტირება

წოდებებირედაქტირება

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვისრედაქტირება

საუკეთესო რეჟისურარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება