ივანე (ვანიკო) აბაშიძე

ქართველი მსახიობი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე აბაშიძე.

ივანე (ვანიკო) დავითის ძე აბაშიძე (დ. 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1896, ქუთაისი — გ. 1937) — ქართველი მსახიობი. მსახიობ დოდო აბაშიძის მამა.

ივანე აბაშიძე
დაბადების სახელი ივანე აბაშიძე
დაბადების თარიღი 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1896
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 1937
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფიარედაქტირება

სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში (1920–1922), აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში (1922–1926). 1924–1936 იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. განასახიერა სოლომონ მორბელაძის (სერგო კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“ დავით კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით), იბრაჰიმის (სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“, ვსევოლოდ ივანოვის „ჯავშნოსან 14-69-ის“ მიხედვით) და სხვა სახასიათო და კომედიური როლები. დადგა შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“ (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), სერგო კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, გრიგოლ ბუხნიკაშვილის „ნაბიჭვარი“ (ვასილი შკვარკინის კომედია „სხვისი ბავშვის“ მიხედვით). საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1934). ე. წ. შინსახკომის „დიდი სამეული“-ს განკარგულებით დახვრეტილ იქნა 1937 წელს. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება