საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტისაპატიო წოდება, რომელსაც ანიჭებდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და წარმოადგენდა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ წარჩინებული მოქალაქეების ღვაწლის აღიარების ერთ-ერთ ფორმას. დაარსდა 1936 წლის 27 მაისს. ენიჭებოდა განსაკუთრებით გამორჩეულ ხელოვნების (თეატრის, მუსიკის, კინოს, ცირკის და სხვა შემოქმედებითი სფეროს) მუშაკებს მაღალი ოსტატობისთვის, რათა ხელი შეწყობოდა ხელოვნების განვითარებას. აღიარების მომდევნო ხარისხი იყო „საქართველოს სსრ სახალხო არტისტის“, შემდეგ კი „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდება.

საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
ქვეყანა საქართველოს სსრ, (სსრკ)
ადგილმდებარეობა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
პირველად გადაეცა 27 მაისი, 1936
ბოლოს გადაეცა 1991

1919 წლიდან 1936 წლის ბრძანებულებამდე ენიჭებოდა „რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის“ წოდება, რომელსაც რესპუბლიკების განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიები ანიჭებდა განათლების სახალხო კომისრების, საოლქო და სამხარეო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების ბრძანებით.

პირველად საპატიო წოდებით, 1924 წელს დაჯილდოვდა ალი აბასოვი, თეატრის მსახიობი. ბოლოს, 1991 წელს, წოდება მიენიჭა ბალეტის მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, თამაზ ვაშაკიძეს(რუსული)ქართ..

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის“ წოდება შეიცვალა „საქართველოს დამსახურებული არტისტის“ წოდებით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების დამსახურების გათვალისწინებით, დაჯილდოვებულებს შეუნარჩუნდა ყოფილი სსრკ და საქართველოს სსრ სახელმწიფო ჯილდოები, ასევე უფლებები და მოვალეობები, რომელსაც ითვალისწინებდა ყოფილი სსრკ და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება