დავით კანდელაკი (დ. 9 იანვარი, 1895, კულაში ― გ. 29 ივლისი, 1938) ― ქართველი საბჭოთა დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს სსრ-ის განათლების სახალხო კომისარი 1922-1929 წლებში.

დავით კანდელაკი
დაბადების თარიღი ოქტომბერი, 1895
დაბადების ადგილი ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 29 ივლისი, 1938(1938-07-29) (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი კომუნარკა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
 სსრკ
ჯილდოები ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საუნივერსიტეტო ეკონომიკური განათლება მიიღო გერმანიაში. 1912 წლიდან იყო ესერების პარტიის წევრი. 1918 წლიდან გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. დაახლოებული იყო სტალინთან. 1922-1929 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის განათლების სახალხო კომისარი. 1928 წელს შეთავსებით დაინიშნა საქართველოს სსრ-ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველ რექტორად. 1930 წელს დაინიშნა მოსკოვში საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილედ. 1930-1934 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი შვედეთში, 1935-1937 წლებში კი გერმანიაში. გერმანიაში ასრულებდა სტალინის პირად დავალებებს. მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები ისტორიოგრაფიაში მოიხსენიება „კანდელაკის მისიად“. 1937 წლის 11 სექტემბერს მოსკოვში დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება