კულაში

დაბა საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

კულაშიდაბა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, სამტრედია-ხონის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 50 მ., სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით. დაბაში არის XVIII ს-ის სინაგოგა, საბავშვო ბაღი. 2005 წლიდან მოქმედებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის მუზეუმი.[2]

დაბა
კულაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′15″ ჩ. გ. 42°20′44″ ა. გ. / 42.20417° ჩ. გ. 42.34556° ა. გ. / 42.20417; 42.34556
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1961
ცენტრის სიმაღლე 50
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1702[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 411
საფოსტო ინდექსი 3900
კულაში — საქართველო
კულაში
კულაში — იმერეთის მხარე
კულაში
კულაში — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კულაში

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. იყო ფეოდალური საგვარეულოს მიქელაძეების სათავადოს ცენტრი. იმ ადგილას, რომელსაც ჯვარცმის მინდორს ეძახიან, იყო მიქელაძეების სასახლე, ჯვარცმის სახელზე აგებული ეკლესია და ციხესიმაგრე. ჯვარცმის ეკლესია იყო მათი საძვალე. კულაშში ორკლასიანი სკოლა 1895 წელს დააარსა ბერძენმა მეცენატმა კონსტანტინე კორნარსმა, რომელსაც კონსტანტინე მკურნალს უწოდებდნენ. ისვე ხელმძღვანელობდა სკოლას 1902 წლამდე. ამჟამად სკოლა მის სახელს ატარებს. სკოლაში სწავლობენ როგორც კულაშის, ასევე მელაურის და ხუნჯულაურის მცხოვრებლები. 1926 წლისთვის კულაშის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11 434 ადამიანს, ხოლო ფართობი 32,3 კმ²-ს. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საქსოვი ფაბრიკა, პურკომბინატი, ზოოვეტერინარული ტექნიკუმი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1702 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[3] 3076 -- --
2002[3]   1962 -- --
2014[1]   1702 805 897

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 67-73
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გადაცემა „მრავალკუთხედი“
  3. 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.