ვერის უბნის მელოდიები

ვერის უბნის მელოდიები“ — ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული 1973 წელს კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“. იგი პირველი ქართული მიუზიკლია.

„ვერის უბნის მელოდიები“
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი გიორგი შენგელაია
ანზორ სალუქვაძე
როლებში სოფიკო ჭიაურელი
ვახტანგ კიკაბიძე
ია ნინიძე და სხვები.
კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ალექსანდრე მღებრიშვილი
მხატვარი ვახტანგ რურუა
ედუარდ ლაპკოვსკი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1974
ხანგრძლივობა 97 წუთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ღარიბი ობოლი გოგონების ამბავს მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ საამისო სახსრები ვერ გამოუნახავთ. ჰოდა, მათი ოცნების ასრულება მათსავით ღარიბ, კეთილ მრეცხავ ქალს უკისრია, რისთვისაც ისეთი ოინები ჩაუდენია, რომ მთელი ქალაქი გაუოცებია, კინაღამ ბუნტიც აუტეხია და რაც მთავარია გოგონები „ტანც-კლასშიც“ მოუწყვია.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება