ზურაბ კიკალეიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზურაბ კიკალეიშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1924 — გ. 1 ივნისი, 2005, თბილისი) — ქართველი ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი, კინომსახიობი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1948, 1951). საქართველოს სახალხო არტისტი (1955).[1]

ზურაბ კიკალეიშვილი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1924
გარდაცვალების თარიღი 1 ივნისი, 2005 (80 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ბალეტმაისტერი
მსახიობი
ორგანიზაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ჯილდოები სტალინური პრემია (1948, 1951)
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ კიკალეიშვილი დაიბადა 1924 წლის 25 ოქტომბერს. სწავლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (ნ. ტარასოვას კლასი). 1942 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი. 1967-1968 წლებში იყო ტოკიოს „ტოკიო ბალეტ“-ის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი, 1978-1979 წლებში — სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი, 1983-1984 წწ. — თურქეთში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი.

შესრულებული აქვს როლები: თავადი ზაალი, ჯარჯი (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“); დავრიში (გრ. კილაძის „სინათლე“); მამია, გორდა, სოკოლოვი (დ. თორაძის „გორდა“), იაგო (ა. მაჭავარიანი „ოტელო“), დემონი (ს. ცინცაძის „დემონი“); სოლისტი, მასხარა (ბ. კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“ და „სერაფიტა“). გლუკი-ნასიძის „ორფეოსი და ევრიდიკე"(1963), ბ. კვერნაძის „სერაფიტა“; ცეკვები ქართულ საოპერო სპექტაკლებში: ა. კერესელიძე „ბერუჩა“, ა. ანდრიაშვილი „ჩხიკვთა ქორწილი“, ა. შავერზაშვილი „მარინე“, ი. გოკიელი „წითელქუდა“, დ. თორაძე „ჩრდილოეთის პატარძალი“, მ. ბალანჩივაძე „დარეჯან-ცბიერი“, მუსიკალური კომედია: შ. მილორავა „ჩანჩურა“; კოპელიუსი (დელიბი „კოპელია“), ზიგფრიდი, დეზირე (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“), კოლენი (ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“), ალბერტი (ადანის „ჟიზელი“), ვაცლავი (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), სატირი (გუნო „ვალპურგის ღამე“), ჯოტო (ჩაიკოვსკის „ფრანჩესკა და რიმინი“). დადიოდა გასტროლებზე აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, საფრანგეთში (თბილისის საბალეტო დასთან ერთად); არის მსოფლიო სტუდენტური ფესტივალის (ბუდაპეშტი) II ხარისხის პრემიის მფლობელი (1949). ზურაბ კიკალეიშვილი შესანიშნავი ქორეოგრაფიც იყო. მან თავად დადგა რამდენიმე ბალეტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე: 1948 წელს – გლიერის „წითელი ყაყაჩო“, 1964 წელს – ბიძინა კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“. გადაღებულია კინოფილმებში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება