ოტელო (ფილმი-ბალეტი)
„ოტელო“ — 1960 წლის ქართული საბჭოთა ფილმი-ბალეტი უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით. რეჟისორი ვახტანგ ჭაბუკიანი.[1]
„ოტელო“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | ვახტანგ ჭაბუკიანი |
სცენარის ავტორი |
ირინა გელოვანი ვახტანგ ჭაბუკიანი |
როლებში |
ვახტანგ ჭაბუკიანი ვერა წიგნაძე და სხვები. |
კომპოზიტორი | ალექსი მაჭავარიანი |
ხმის ოპერატორი | ა.შტეგელმანი |
ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
მხატვარი |
სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე სერაპიონ ვაწაძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1960 |
ხანგრძლივობა | 95 წუთი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაასისთავი იაგო ვენეციელ სენატორ ბრაბანციოს შეატყობინებს, რომ მისი ქალიშვილი დეზდემონა ვენეციის ჯარების სარდალმა, მავრმა ოტელომ მოიტაცა. ბრაბანციო ოტელოს დასჯას მოითხოვს, მაგრამ დეზდემონა სენატის წინაშე განაცხადებს, რომ ოტელო მისი კანონიერი ქმარია. იაგო ინტრიგების ხლართვას განაგრძობს. იგი ოტელოს თანაშემწის, კასიოს ადგილის ხელში ჩაგდებას მოახერხებს. ოტელოს დაარწმუნებს, რომ ცოლი კასიოსთან ღალატობს. საბუთად დეზდემონას ცხვირსახოცი მოაქვს. ეჭვებით შეპყრობილი ოტელო დეზდემონას დაახრჩობს. იაგოს ცოლი ემილია ოტელოს მეუღლის უდანაშაულობაში დაარწმუნებს. ოტელო თავს მოიკლავს.
როლებს ასრულებენ
რედაქტირება- ვახტანგ ჭაბუკიანი — ოტელო
- ვერა წიგნაძე — დეზდემონა
- ზურაბ კიკალეიშვილი — იაგო
- ლილიანა მითაიშვილი — ემილია
- ეთერ ჭაბუკიანი — ბიანკა
- ბექარ მონავარდისაშვილი — კასიო
- რეზო წულუკიძე — როდრიგო
- მიხეილ დუდკო — ბრაბანციო
- მიხეილ გელიუსი — მონტანო
- ვლადიმერ ივაშკინი — ვენეციის დოჟი
- გიორგი ომიაძე