სერაპიონ ვაწაძე (დ. 31 მარტი, 1899, სოფ. ღვარდია ან თბილისი[1] — გ. 18 მაისი, 1967) — ქართველი მხატვარი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, ფერმწერი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).

სერაპიონ ვაწაძე
სრული სახელი სერაპიონ ნესტორის ძე ვაწაძე
დაიბადა 31 მარტი, 1899
დაბადების ადგილი სოფ. ღვარდია, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ან თბილისი
გარდაიცვალა 18 მაისი, 1967 (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვარი
მიმდინარეობა ფერწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ღვარდიაში[2] 1899 წლის 19 (31) მარტს. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1920 წლიდან მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებს საქართველოს თეატრებსა და დრამატულ წრეებში. 1926–1927 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს „სახკინმრეწვში“ მხატვრად, 1939–1965 წწ. — მთავარ მხატვრად. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „ზვავთა მხარეში“ (1931), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ჭირვეული მეზობლები“ (1945), „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955), „ჩრდილი გზაზე“(1956), „ფატიმა“ (1958), „ოტელო“ (1960), „კეთილი ადამიანები“ (1961), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ (1965) და სხვა. შექმნა მრავალი ფერწერული ტილო (პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები). 1975 თბილისში მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი მხატვარი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 215–216.
  2. ეროვნული ფილმოგრაფია