ალექსი მაჭავარიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსი დავითის ძე მაჭავარიანი (დ. 23 სექტემბერი, 1913 — გ. 31 დეკემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი საბჭოთა კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1958).[1]

ალექსი მაჭავარიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1913
დაბ. ადგილი გორი
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1995 (82 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსი მაჭავარიანი დაიბადა 1913 წლის 10 (23) სექტემბერს (სხვა წყაროების მიხედვით — 1913 წლის 23 სექტემბერს (6 ოქტომბერს))[2] გორში, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი საქართველო), დიდგვაროვან ოჯახში.

1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ვ. ბარხუდარიანის და პ. ბ. რიაზანოვის კომპოზიციის კლასები), 1940 წელს — იქვე ასპირანტურა.

1934-1937 წლებში იყო ქართული მუსიკალური კომედიის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, 1936-1940 წლებში ბაქოს ექსპერიმენტული თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და კომპოზიტორი, 1956-1958 წლებში — საქართველოს სსრ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1939 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1942 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი, 1952 წლიდან — ასოცირებული პროფესორი, 1963 წლიდან — საკომპოზიციო განყოფილების პროფესორი).

1953 წლიდან — საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1962-1968 წწ. — თავმჯდომარე. 1962-1973 წწ — სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1962 წლიდან — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს საბჭოს წევრი, 1964 წლიდან — სსრკ კულტურის სამინისტროს სამხატვრო საბჭოს წევრი, 1964 წლიდან — უცხო ქვეყნებთან საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა საზოგადოების მუსიკალური განყოფილების პრეზიდენტი.

სსრკ მე-6 და მე-7 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1962-1970 წწ.).

 
ალექსი მაჭავარიანისა და მისი მეუღლის საფლავი დიდუბის პანთეონში

გარდაიცვალა 1995 წლის 31 დეკემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება

რედაქტირება

ალექსი მაჭავარიანმა მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან შექმნა საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ორატორია, ბალეტები, ოპერები, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი, რომანსები, საფორტეპიანო ბალადა, პიესები, საგუნდო მუსიკის მრავალი ნიმუში, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის, კრებული გუნდისა და ორკესტრისათვის, 7 სიმფონია, 6 სიმებიანი კვარტეტი.

  • მეუღლე — ქეთევან პაჭკორია — მოცეკვავე
  • შვილი — ვახტანგ მაჭავარიანი — დირიჟორი
  • შვილიშვილი — ალექსი მაჭავარიანი — მუსიკოსი
  • ალექსი მაჭავარიანის მემორიალური დაფა დაიდგა თბილისში (ნიკო ნიკოლაძის ქ. 1).
  • ალექსი მაჭავარიანის სახელს ატარებს თბილისის ფილარმონია.
  • კომპოზიტორის დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა მისი ჩანაწერების კრებული „შემოქმედი და დრო“[3]

ძირითადი ნაწარმოებები

რედაქტირება
  • „ოტელო“ (1957 წელს დაიდგა თბილისში, 1961 წელს გამოვიდა ეკრანიზაცია)
  • „ვეფხისტყაოსანი" (1974)
  • „ჭირვეული ცოლის მორჯულება (ბალეტი)“ (1984)
  • „ფიროსმანი“ (1992)

მუსიკალური კომედია

რედაქტირება

კონცერტი

რედაქტირება
  • საფორტეპიანო კონცერტი (1944),
  • სავიოლინო კონცერტი (1950)
  • ვიოლონჩელოსთვის ორკესტრთან ერთად (1987)

ორკესტრისთვის

რედაქტირება
  • სიმფონიური პოემა „მუმლი მუხასა“ (1939)
  • საგუნდო პოემები
  • სიუიტები: „ხიდი“ (1942), „ორი ოკეანის საიდომლოება“ (1954)
  • 7 სიმფონია (1-ლი (1947), მე-2 (1973), მე-3 (1983), „ახალგაზრდული“ (1983), „უშბა“ (1986), „ამირანი“ (პრომეთე) (1987), „გელათი“ (1989))
  • სადღესასწაულო უვერტიურა (1950)
  • ქართული სადღესასწაულო უვერტიურა (1963)
  • ელეგია
  • სკერცო

სიმებიანი ინსტრუმენტებისთვის

რედაქტირება
  • 4 სიმებიანი კვარტეტი (1978)
  • „ათი ჩანახატი 2 ვიოლინოს, ალტისა და ვიოლონჩელოსთვის“ (1977)

გუნდისა და სოლისტისათვის

რედაქტირება
  • ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ სოპრანოს, ბასის, ბიჭების გუნდის, გუნდისა და ორკესტრისათვის (1952)
  • ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხუთი მონოლოგი“ ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1968)
  • ვოკალური ბალადა „არსენა" (გუნდისა და სოლისტისათვის, a cappella, 1946)
  • ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ (1954)
  • „დოლური“ (1974)
  • ციკლი ბავშვთა გუნდისა და კამერული ორკესტრისთვის „დედა-ენა“

საფორტეპიანო

რედაქტირება
  • პიესა „ხორუმი“ (1939), სკერცო-სონატა (1940), პრელუდია, ესკიზი (1947), „ექსპრომტი“ (1947), 4 პიესა (1951), „მუსიკალური ახალგაზრდობა“ (33 პიესა, 1974), 3 პრელუდია და ფუგა (1970), ბალადა „ბაზალეთის ტბა“ (1950), „ფიროსმანი“ (1970), საბავშვო ალბომი (12 პიესა, 1968), 2 საფორტეპიანო ცეკვა: „ქართული ცეკვა-პოემა“ და „ცეკვა ქართული“
  • საფორტეპიანო ციკლები: „ქართული ფრესკები" (1977), „პარიზული ჩანახატები" (1979)
  • 2 სონატა

ვიოლინოსთვის

რედაქტირება
  • 4 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1950)
  • სავიოლინო პიესა „დოლური" (1962)
  • 6 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1971)
  • 2 ვალსი ბალეტ „ოტელოს“ მუსიკაზე (1971)
  • სონატა
  • კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის

ვიოლონჩელოსთვის

რედაქტირება
  • 4 პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1973)

რომანსები და ბალადები

რედაქტირება
  • რომანსები და სიმღერები („ცისა ფერს“, „არ დაიდარდო დედაო“, „მზეთა–მზის სახე“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“, „იმერული ნანა“, „სამშობლოს“ (1973) და სხვა)
  • 4 ბალადა (უილიამ შექსპირის ტექსტზე, 1968)

დრამატული თეატრისთვის

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ეროვნული ფილმოგრაფია
  2. МАЧАВАРИАНИ в энциклопедии музыки. ციტირების თარიღი: 2014-05-28
  3. ალექსი მაჭავარიანი „შემოქმედი და დრო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-09. ციტირების თარიღი: 2022-08-09.