პედაგოგიკა
პედაგოგიკა — მეცნიერება ადამიანის აღზრდისა და განათლების შესახებ. ამ ტერმინში თავდაპირველად მხოლოდ ბავშვთა აღზრდა იგულისხმებოდა. იგი შეისწავლის აღზრდის არსს, მიზნებს, ამოცანებს და კანონზომიერებებს, მის როლს საზოგადოების ცხოვრებასა და ადამიანის განვითარებაში, განათლებისა და სწავლების პროცესს.
თანამედროვე პედაგოგიკაში განათლების პრობლემები წყდება ადამიანის ფილოსოფიური კონცეფციების, სოციალურ-ფსიქოლოგიური და ფსიქო-ფიზიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა პედაგოგიკა (paidagogike) ბერძნული წარმოშობისაა და „ბავშვების აღზრდას“ ნიშნავს.
პედაგოგიკურ მეცნიერებათა სისტემა
რედაქტირება- პედაგოგიკის დარგები:
- აღზრდის თეორია – დიდაქტიკა – კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობა – პროფესიული განათლება – საოჯახო აღზრდა – სასკოლო პედაგოგიკა – სკოლათმცოდნეობა
- მეცნიერებათაშორისი დისციპლინები:
პედაგოგიკის ისტორია
რედაქტირებაპედაგოგიური სწავლებები ძვ. წ. მე–5-4 საუკუნეებში გამოჩნდა ძველ საბერძნეთსა და ძველ აღმოსავლეთში როგორც ფილოსოფიური სისტემის ნაწილი. მე-17-19 საუკუნეებში, ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, აღმოცენდა იან კომენსკის, ჟან-ჟაკ რუსოს, ი. პესტალოცის, ფ. დისტერვეგის და სხვათა პროგრესული პედაგოგიური სისტემები.
პედაგოგიკის საერთო ცნებები და ტერმინები
რედაქტირება- აბიტურიენტი – ასისტენტი – აღმზრდელი – ბაკალავრი – გაკვეთილი – დეკანი – დიდაქტიკა – დოქტორი – დოცენტი – ინტერკულტურული აღზრდა – ლექცია – მაგისტრი – მასწავლებელი – მეთოდიკა – მეტაპედაგოგიკა – მოსწავლე – ორიენტირებული სწავლება – პედაგოგი – პროფესორი – რექტორი – საგანი – სახელმძღვანელო – სასწავლო გეგმა – სემინარი – სტუდენტი – სწავლა –
გამოჩენილი პედაგოგები
რედაქტირებაპედაგოგი (ბერძნულად paidagogos – ”აღმზრდელი”) ეწოდება პიროვნებას, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულ მუშაობას ბავშვების და მოზარდების აღზრდის, განათლებისა და სწავლებისათვის და აქვს სპეციალური მომზადება ამ დარგში.