სწავლაადამიანის მიზანდასახული ქცევის ფორმა, რომლის მიზანია გარკვეული ცოდნა-ჩვევების, ქცევის ფორმებისა და მოქმედების სახეების დაუფლება. სწავლა მთლიანპიროვნული შეგნებული ქცევაა და არ დაიყვანება ცალკეული ფსიქოლოგიური ფუნქციების მოქმედებაზე ან ჯამზე.

დიმიტრი უზნაძის მიხედვით, სწავლა გარდამავალია თამაშსა და შრომას შორის. იგი პიროვნების ძალების განვითარებას ემსახურება, მაგრამ ამისათვის მასალა გარედან პედაგოგიურად ორგანიზებული წესით.

სწავლის ეფექტურობა და ნაყოფიერება დამოკიდებულია სასწავლო პროცესის სწორ ორგანიზებაზე, თვით მოსწავლის სასწავლო აქტივობაზე და იმ უკუქცევითი კავშირების განხორციელებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორი ინფორმაციის მიღებას უკვე შესრულებულ მოქმედებაზე.

ლიტერატურა რედაქტირება