პროფესიული განათლება
პროფესიული განათლება — განათლების სახე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში დასაქმებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. ამ ცნების ქვეშ ძირითადად მოიაზრება ე. წ. „ხელობა“ და საშუალო რგოლის სპეციალისტები, ანუ ის პროფესიები, რომლებიც არ საჭიროებს უმაღლეს განათლებას — ხარატი, შემდუღებელი, სანიტარი და ა.შ.
ასევე, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი) დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა — სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბიშვილი დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.