იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი
იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი (დ. 1746 — გ. 1827) — შვეიცარიელი პედაგოგი.
იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1746 ციურიხი |
გარდაცვალების თარიღი | 1827 |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ექიმის ოჯახში. მამა იოჰან ბატისტ პესტალოცი გარდაიცვალა, როცა იოჰან ჰაინრიხი 5 წლისა იყო. პატარა ჰაინრიხის აღზრდა დედასთან ერთად იკისრა უბრალო გლეხის ქალმა, შინამოსამსახურე ბარბარა შმიდტმა. ჰაინრიხს ხშირად უხდებოდა აღმზრდელათან სოფელში ყოფნა. აქ იგი ახლოს გაეცნო გლეხთა მძიმე შრომას და ბავშობიდანვე განიმსჭვალა მათდამი დიდი პატივისცემისა და სიბრალულის გრძნობით. პატარა პესტალოცი ბევრს კითხულობდა, თუმცა ფიზიკურად სუსტი იყო. სწავლა დაიწყო დაწყებით სკოლაში, რომლის კურსი სამ წელიწადში დაამთავრა და ლათინურ სკოლაში განაგრძო სწავლა. აქ მან, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, დიდი შეუპოვრობა და სიმამაცე გამოიჩინა, როცა წინ აღუდგა ზოგიერთ უვიც და უუნარო პედაგოგს. ლათინური სკოლის შემდეგ პესტალოცი შედის ჰუმანიტარულ კოლეგიუმში ფრანგ განმანათლებელთა გავლენით დემოკრატიული იდეები ვითარდებოდა და პესტალოცი ხარბად დაეწაფა მათ. აქ საბოლოოდ განმტკიცდა მისი გადაწყვეტილება — ხალხისადმი სამსახურისათვის დაეთმო მთელი თავისი ცხოვრება და ნიჭი.
1762 წელს ქ. ციურიხში მოსწავლე ახალგაზრდებმა შექმნეს პატრიოტულ-პოლიტიკური წრე, რომლის მონაწილეები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ პოლიტიკის, არზრდის, ზნეობის პრობლემებზე და ამხელდნენ თანამდებობის პირთა ამორალიზმს. ამავე დროს, წრის წევრები აქტიურად ერეოდნენ პრაქტიკულ მოვლენებშიაც და ხშირად სასურველ შედეგსაც აღწევდნენ, მაგრამ 1767 წელს წრე დაშალეს და მისი წევრები, მათ შორის პესტალოციც, დააპატიმრეს.
1780 წელს პესტალოცი წერს პირველ პედაგოგიურ სტატიას „განდეგილის საღამოს საათები“, 1781–1787 წლებში გამოდის პესტალოცის სოციალურ-პედაგოგიური რომანი „ლინგარდი და ჰერტრუდა“.
1792 წელს რევოლუციურმა საფრანგეთის საკანონმდებლო კრებამ ამ რომანისა და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პესტალოცი დააჯილდოვა „საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის“ საპატიო წოდებით. პესტალოცი იყო პირველი პედაგოგი, რომელმაც შექმნა პირველდაწყებითი სწავლების კერძო მეთოდიკები და პირველდაწყებითი სწავლების ზოგადი საფუძვლები. მართალია, მან ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად შეაფასა აზროვნების განვითარებისთვის მექანიკური სავარჯიშოების როლი, დააშორა აზროვნების განვითარება ცოდნის დაგროვებას, ხარკი მოუხადა ფორმალური განათლების თეორიას, მაგრამ მისმა პროგრსულმა იდეებმა, კერძოდ, განმავითარებელი სასკოლო სწავლების იდეამ — დადებითი გავლენა მოახდინა მოწინავე პედაგოგიკური თეორიისა და სასკოლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სვანაძე ნ., პედაგოგიკის ისტორია, თბ., 1988.