ვლადიმერ მაიაკოვსკი

ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი (რუს. Владимир Владимирович Маяковский; დ. 19 ივლისი [ძვ. სტ. 7 ივლისი], 1893 — გ. 14 აპრილი, 1930) — საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ვლადიმერ მაიაკოვსკი
რუს. Владимир Маяковский
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1893(1893-07-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ბაღდათი, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, კავკასიის მხარე, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1930(1930-04-14)[11] [12] [13] [3] [14] [15] [4] [5] [7] [6] [16] [8] [9] [10] (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ[11]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა პოსტერების მხატვარი, პოეტი[8] , მსახიობი[8] , დრამატურგი[8] , მწერალი[8] , მხატვარი, ჟურნალისტი[8] , თეატრის მსახიობი, კინომსახიობი, რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, მხატვარ-გრავიორი, კინორეჟისორი, ვიზუალური არტისტი[8] და სცენარისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი Russian State University of Design and Applied Arts (Stroganov University), მოსკოვის ფერწერის სასწავლებელი და School № 91 (Moscow)
ჟანრი ლექსი, narrative poetry, აგიტპროპი და პიესა
ჯილდოები ლენინური კომკავშირის პრემია და Medal "For Diligence" (1801)
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი ლილია ბრიკი, Tatiana Yacovleff, Elli Jones, Veronika Polonskaya და Natalya Bryukhanenko
შვილ(ებ)ი ჰელენ პატრისია თომპსონი
ხელმოწერა
საიტი v-v-mayakovsky.ru

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
სახლი, სადაც დაიბადა ვ. მაიაკოვსკი
 
მაიაკოვსკის ოჯახი

ვლადიმერ მაიაკოვსკი 19 (ძველის სტილით 7) ივლისს დაიბადა ქუთაისის მაზრის, სოფელ ბაღდათში, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე მაიაკოვსკის (1857—1906) ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში და სამჯერ დააპატიმრეს. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი „ღამე“ (1912) შევიდა ფუტურისტულ კრებულში „სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას“. 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას „ვლადიმერ მაიაკოვსკი“, რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

1914-1915 წლებში მუშაობს პოემაზე „შარვლიან ღრუბელს“, რომელიც ფუტურიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.

 
ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი

1915 წელს დაწერილი „ფლეიტა-ხერხემალი“, მაიაკოვსკის ლირიზმის მწვერვალად ითვლება და ეძღვნება პოეტის საყვარელ ქალს, ლილია ბრიკს (ელზა ტრიოლეს და), რომელიც, საუბედუროდ, მისივე გამომცემლის, ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო.

ამავე პერიოდში იქმნება ომის საწინააღმდეგო ლირიკა: „დედა და გერმანელების მიერ მოკლული საღამო“, „მე და ნაპოლეონი“, პოემა „ომი და მშვიდობა“. სატირული ნაწარმოებები: „ჰიმნების“ ციკლი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი თავის ტალანტს ხელისუფლების სამსახურში აყენებს, წერს პოემას, „ლენინი“, 1918 წელს იდგმება „მისტერია-ბუფი“, რომელიც ეძღვნება რევოლუციის წლისთავს.

მაიაკოვსკი იყო მემარცხენე მხატვრების გაერთიანებების ლიდერი.

1918-1919 წლებში პეტროგრადიდან გადადის მოსკოვში, წერს პოემას „150 000 000“, რომელშიც ავითარებს მსოფლიო რევოლუციის თემას.

1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი „ლეფი“ Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოიცა ჟურნალი „ნოვი ლეფი“ (რუს. „Новый леф“), რომლის 24 ნომერი გამოვიდა. 1928 წელს მაიაკოვსკი იმედგაცრუებული ტოვებს ორგანიზაციას და ჟურნალს.

1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.


ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

შემოქმედება

რედაქტირება

მაიაკოვსკის შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია უოლტ უიტმენის პოეზიამ, კერძოდ მისმა ვერლიბრმა, რომელიც ხშირად გვხვდება მაიაკოვსკის პოეზიაში. თუმცა ეს უკანასკნელი თავისი ფორმით მაინც უნიკალურადაა მიჩნეული.

მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლის რევოლუციით აღფრთოვანებულმა მაიაკოვსკიმ ჭეშმარიტი სოციალისტური მითი შექმნა პოეზიაში, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 1920-იან წლებში პოეტს იმედგაცრუება დაეწყო სოციალისტური წყობის რეალურობის მიმართ. თუმცა სიმხნევით აღსავსე, კოლექტივიზაციისა და სოციალისტური იდეალისადმი მიმართული ლექსების წერას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა. პოეტის კიდევ ერთი ორიგინალობა უკავშირდება უნაზესი ლირიზმისა და მწარე სატირის ურთიერთშერწყმას. ყოველივე აქედან გამომდინარე მაიაკოვსკი ზოგისთვის უდიდესი ლირიკოსია, ზოგი კი მას პარტიის ინტერესების გამტარებელ რუპორად მიიჩნევს.

მაიაკოვსკი და ფუტურიზმი

რედაქტირება

მაიაკოვსკიმ პირველმა იხმარა ტერმინი „ფუტურიზმი“ 1913 წლის 24 თებერვალს, თანამედროვე ხელოვნების შესახებ დებატებში. თუმცა ამ სიტყვის სლავური ნეოლოგიზმი „ბუდეტლიანინი“ (მომავლის ხალხი), რომელიც პოეტმა ვიქტორ ხლებნიკოვმა შემოიტანა, იმ დროისთვის უფრო წარმატებული აღმოჩდა.

მაიაკოვსკის სახელს ატარებს უამრავი ქუჩა საქართველოს, რუსეთის და სხვა ქვეყნების ქალაქებში. ასევე ბევრ ქალაქში დგას მისი ძეგლი (თბილისი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, უფა, ეკატერინბურგი და სხვა). მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგურები ატარებს პოეტის სახელს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში გახსნილია მაიაკოვსკის მუზეუმები, მის სახელს ატარებს ბიბლიოთეკები, თეატრები, კინოთეატრები, დასასვენებელი პარკები, მუზეუმები, სკოლები, მცირე პლანეტა (2931).[17] გამოშვებულია საფოსტო მარკები მაიაკოვსკის გამოსახულებით. 1993 წელს, პოეტის დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირები რუსეთში გამოვიდა 1 მანეთიანი მონეტა მისი გამოსახულებით.

1997 წელს რუსეთში დაწესდა მაიაკოვსკის სახელობის ლიტერატული პრემია.[18]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. RKDartists
  3. 3.0 3.1 Kunstindeks Danmark
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Elliott D. Mayakovsky, Vladimir // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T056191
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 The Fine Art Archive — 2003.
  9. 9.0 9.1 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 544–548. — ISBN 5-94848-262-6
  10. 10.0 10.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  11. 11.0 11.1 Гончаров Б. П. Маяковский Владимир Владимирович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 15 : Ломбард — Мезитол. — С. 542–543.
  12. Vladimir Vladimirovich Majakovski
  13. Encyclopædia Britannica
  14. SNAC — 2010.
  15. IMSLP — 2006.
  16. Babelio — 2007.
  17. http://www.minorplanetcenter.net/db_search/show_object?object_id=2931
  18. https://web.archive.org/web/20110921002741/http://www.rsl.ru/ru/s3/s331/s122/s1223629/s12236293823/