ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლა სკალა (იტალ. Teatro alla Scala — სიტყვასიტყვით „თეატრი კიბეზე“) — ოპერის შენობა მილანში, იტალიაში.

ლა სკალა

შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.

ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

 
შენობის ახალი ინტერიერი

1943 წელს ლა სკალის შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.

ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი - რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.

ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.

ლა სკალას მუსიკალური ხელმძღვანელები

რედაქტირება
 
ლა სკალას თეატრი ღამით
 
ლა სკალას თეატრის ნეოკლასიკური ფასადი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლა_სკალა“-დან