ანტონიო სალიერი

(გადამისამართდა გვერდიდან სალიერი, ანტონიო)

ანტონიო სალიერი (დ. 18 აგვისტო, 1750 — გ. 7 მაისი, 1825) — იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. იყო ავსტრიის სამეფო კაპელმეისტერი 1788 წლიდან 1824 წლამდე. იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მუსიკოსი.

ანტონიო სალიერი (1815)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ლეგნაგოში. გაიზარდა ვაჭრების ოჯახში. ვიოლინოსა და კლავესინზე დაკვრას ძმა ფრანჩესკო ასწავლიდა. ფრანჩესკო ჯუზეპე ტარტინის მოსწავლე იყო. სალიერი მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა პადუაში, შემდეგ კი ვენეციაში, სადაც მუსიკას ჯოვანი ბატისტა პესცეტოსთან სწავლობდა. იგი იყო ფრანც შუბერტის (მუსიკალური მიმდინარეობის — რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი) კომპოზიციის მასწავლებელი. მაგრამ მათი მუსიკალური გაკვეთილები დიდ ხანს არ გაგრძელდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება