Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცინცაძე.

სულხან თევდორეს ძე ცინცაძე (დ. 23 აგვისტო, 1925, გორი — გ. 15 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი. საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1949–1991), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1956–1991), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984), საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[2][3]

სულხან ცინცაძე
Tsintsad1.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1925
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი, 1991 (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა ფოლკლორი
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
აქტიური 1953–1991
ასოციაციები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი
სულხან ცინცაძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

მან მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.

ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სტალინური პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დატოვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფიარედაქტირება

ძირითადი ნამუშევრებირედაქტირება

  • 12 სიმებიანი კვარტეტი და მინიატურა კვარტეტისთვის (1947—1991).
  • ორი ოპერა („განდეგილი“, 1972)
  • ხუთი ბალეტი („დემონი“ 1961, „Rivares“ 1982).
  • ხუთი სიმფონია (1952—1985).
  • 24 პრელუდია ჩელოსა და ორკესტრისთვის (1980) და ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1987).
  • 2 საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრის თანხლებით).
  • 2 ჩელოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 2 ვიოლინოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 3 ოპერეტა („აბლაბუდა“ — 1960, „სიმღერა ტყეში“ — 1967, „შვეიხი“ — 1976).
  • მრავალი ნაწარმოები კინოფილმებისთვის.

ჯილდოებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 395, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება