სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ესაკია.

ლეონარდ (ლეო) დიმიტრის ძე ესაკია (დ. 27 თებერვალი 1899, ქუთაისი, — გ. 27 ივნისი, 1969, თბილისი) — ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966).

ლეონარდ (ლეო) ესაკია
დაბადების სახელი ლეონარდ (ლეო) ესაკია
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1899
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1969 (70 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „სახკინმრეწვში“. 1929 წლიდან რეჟისორია. ნოვატორული ფილმებით — „ჰოლტზე“ (1928) და „ამერიკანკა“ (1930) ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად. 1932 წელს დადგა პირველი ქართული მხატვრული ხმოვანი ფილმი „შაქირი“. პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ალექსანდრე ბუკიას ოპერის „დაუპატიჟებელი სტუმრების" ლიბრეტო.

1941–1955 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა

რედაქტირება

სცენარის ავტორია ფილმების

რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 138, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება