ალექსანდრე იონას ძე ბუკია (დ. 17 მაისი, 1906, ქუთაისი — გ. 15 ნოემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).

ალექსანდრე ბუკია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1906
დაბ. ადგილი ქუთაისი
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 15 ნოემბერი, 1976 (70 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ერთხანს მუშაობდა ქართულ დივიზიაში, მალევე თავს ანებებს და შევიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კომპოზიციის კლასი, პროფესორები ს. ბარხუდარიანი, მ. ბაგრინოვსკი და ი. ტუსკია). ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ რადიოკომიტეტშო სამუსიკო განყოფილების უფროსად. 1972 წლიდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მუსიკის კონსულტანტია, 1948-1973 წლებში საქართველოს მუსფონდის გამგეობის თავმჯდომარე.

ბუკიას მნიშვნელოვანი ნაწარმოებია საბავშვო ოპერა „დაუპატიჟებელი სტუმრები" (1949, ლიბრეტო ლ. ესაკიასი და დ. გაჩეჩილაძისა, დაიდგა თბილისში, 1950; ახალი რედაქციით „ყვავილთა სამყაროში" დაიდგა 1969). 1952 წელს გაკეთდა ოპერის რადიომონტაჟი რუსულ ენაზე (მოსკოვი), 1961 წელს ოპერა დაიდგა გდრ-ის ქ. აიზენჰიუტენშტადტში (კლავირი, 1961). ბუკიას ეკუთვნის აგრეთვე ჰეროიკულ-დრამატული ოპერა „არსენა" (ლიბრეტო გ. გაჩეჩილაძისა და ს. ზაქარიაძისა, 1958), საბავშვო ოპერა-ზღაპარი „სამი მჭედელი" (1967), სიმფონია (სი-ბემოლ მაჟორი, 1947), სიმღერები, რომანსები და სხვა. დაჯილდოებულია ორი ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 556.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 90, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება