ბაში-აჩუკი (ფილმი)

ფილმი

„ბაში-აჩუკი“ლეო ესაკიას ისტორიულ სათავგადასავლო ფილმი, აკაკი წერეთელის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. გადაღებულია 1956 წელს.

„ბაში-აჩუკი“

საბჭოთა კინოპლაკატი
დამდგმელი რეჟისორი ლეო ესაკია
რეჟისორი ზაქარია გუდავაძე
პროდიუსერი ა. ლორთქიფანიძე
სცენარის ავტორი ვლადიმერ კარსანიძე
ლეო ესაკია
აკაკი წერეთელი
როლებში ოთარ კობერიძე
ლია ელიავა
დოდო აბაშიძე
მედეა ჩახავა
დოდო ჭიჭინაძე
კოტე დაუშვილი
იუსუფ კობალაძე
მერი დავითაშვილი
გურამ საღარაძე
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
სიმღერის ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი დავით კანდელაკი
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1956 წელი
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

ფილმი თავისი პატრიოტული შინაარსით და განსაკუთრებით ოთარ კობერიძის გმირი ბაში-აჩუკი ქართველი ახალგაზრდობისათვის იქცა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადების, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის ნათელ მაგალითად. ფილმი „ბაში-აჩუკი” ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, რაც განაპირობა კინორეჟისორის — ლეო ესაკიას შეკრებილმა მსახიობთა თამაშმა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი „ბაში-აჩუკი” შექმნილია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სიუჟეტი სათავგადასავლო-ისტორიულია და ვითარდება XVII საუკუნის საქართველოში.

შიდა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან სპარსელები. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში იფეთქებს აჯანყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ქსნის ერისთავებთან აგზავნის ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. მალე აჯანყება მთელს საქართველოს მოედება. შეუპოვრად ებრძვის დამპყრობლებს ბაში-აჩუკი, რომლის დები სპარსეთის შაჰის ჰარამხანისათვის მიჰყავთ ყიზილბაშებს. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. იგი მოულოდნელად გამოჩნდება ყიზილბაშების ბანაკში, მონაწილეობას მიიღებს სპარსელი ფალავნების შეჯიბრში და ამარცხებს ყიზილბაშების ფალავანს, გოლიათ აბდუშაჰილს. აქვე კლავს სამშობლოს მოღალატე მაყაშვილს და შემდეგ მთებში გადაიხვეწება. აბდუშაჰილი ეძებს მოწინააღმდეგეს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს. ამ ძებნაში შეხვდება ბაში-აჩუკის დას — მზისას, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამასობაში აჯანყებულთა რაზმები, ჩოლოყაშვილის მეთაურობით, თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს. მტრის ცხენოსანი ლაშქარი, რომელსაც აბდუშაჰილი მეთაურობს, დანებდა ქართულ მხედრობას. ეს გადაწყვეტს ბრძოლის ბედს. ყიზილბაშები გარბიან. ბაში-აჩუკი გაუსწორდება შაჰის ნაცვალს — სელიმხანს.

კადრები ფილმიდან

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება