მიხეილ მგელაძე
მიხეილ მიხეილის ძე მგელაძე (რუს. Мгеладзе, Михаил Михайлович; დ. 2 აპრილი, 1948, თბილისი) — საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.[1] წარმოშობით ქართველი.
მიხეილ მგელაძე | |
რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმარში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 სექტემბერი, 2006 – 16 ოქტომბერი, 2012 | |
წინამორბედი | ვასილი პოსპელოვი |
მემკვიდრე | ოლეგ კაბანოვი |
დაბადებული | 2 აპრილი, 1948 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → რუსეთი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | დიპლომატი, ისოტირკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში 1948 წელს. 1972 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО). 1989 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.
1972 წლიდან მუშაობდა სხვა და სხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ. 1994-1997 წლებში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი ინდოეთში; 2002-2005 წლებში რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული მადრასში (ჩენაი, ინდოეთი). 2005-2006 წლებში — რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006-2012 წლებში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმარში.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Указ Президента Российской Федерации от 01.05.2012 г. № 543 "О присвоении Мгеладзе М.М. дипломатического ранга Чрезвычайного и Полномочного Посла"
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 25.09.2006 г. № 1047 "О назначении Мгеладзе М.М. Чрезвычайным и Полномочным Послом Российской Федерации в Союзе Мьянма"
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 16.10.2012 г. № 1399 "О Мгеладзе М.М."