ჩენაი (ტამილ. சென்னை), აგრეთვე ცნობილი როგორც მადრასი — ქალაქი ინდოეთში, ტამილნადუს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, ბენგალის ყურეზე. იგი სამხრეთ ინდოეთის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია, მისი ნავსადგური კი მეორე უმსხვილესია ინდოეთში. 2011 წლის მონაცემებით, ჩენაის მოსახლეობა 4,68 მლნ ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ მეექვსე ქალაქია ქვეყანაში. მისი ურბანული აგლომერაცია, რომელიც თავად ქალაქსა და მის გარეუბნებს მოიცავს, 8,9 მლნ მოსახლით ინდოეთის მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი მეტროპოლიური არეალია.

ქალაქი
ჩენაი
ტამილ. சென்னை
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ტამილნადუ
კოორდინატები 13°05′24″ ჩ. გ. 80°16′12″ ა. გ. / 13.09000° ჩ. გ. 80.27000° ა. გ. / 13.09000; 80.27000
მმართველი M. K. Stalin
დაარსდა 1639
ფართობი 426,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6
ოფიციალური ენა ტამილური ენა
მოსახლეობა 4 681 087[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 13 666 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-44-XXXX XXXX
საფოსტო ინდექსი 600 xxx,
ოფიციალური საიტი chennaicorporation.gov.in
ჩენაი — ინდოეთი
ჩენაი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია საუკუნეთა განმავლობაში სამხრეთ ინდოეთის სამეფოებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა, ქალაქის წერილობითი ისტორია კოლონიური ხანიდან იწყება, განსაკუთრებით ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის შემოსვლის შემდეგ, როდესაც 1644 წელს ინგლისური დასახლება ფორტ-სენ-ჯორჯი დაარსდა. ბრიტანელებმა საფრანგეთის კოლონიური ძალებისა და მაისურის სამეფოს რამდენიმე შემოტევა მოიგერიეს და XVIII საუკუნის გვიან წლებში ჩენაი მთავარი საზღვაო პორტი გახდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩენაი ტამილნადუს შტატის დედაქალაქი და რეგიონის კულტურისა და პოლიტიკის მთავარი კერა ხდება.

ჩენაის ეკონომიკას გააჩნია ფართო საავტომობილო, კომპიუტერული, ტექნოლოგიური და სამედიცინო ინდუსტრიების ბაზა. ქალაქი ინდეოთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და ბიზნეს-პროცესების აუტსორსინგის სერვისის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია.[2][3] ინდოეთის საავტომობილო მრეწველობის მთავარი წილი ჩენაისა და მის შემოგარენზე მოდის და აქედან გამომდინარე, მას ხშირად ინდოეთის დეტროიტსაც ეძახიან.[4] ქალაქში საკმაოდ განვითარებულია მუსიკის კულტურა, მასპინძლობს მსხვილ კულტურულ ღონისძიებებს. ფუნქციონირებს ტამილური ფილმების ინდუსტრია.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Census of India. ციტირების თარიღი: 17 October 2011.
  2. Chennai activities. NASSCOM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 February 2012.
  3. Chandramouli, Rajesh (1 May 2008). „Chennai emerging as India's Silicon Valley?“. The Economic Times. ციტირების თარიღი: 17 May 2008.
  4. „Chennai: The next global auto manufacturing hub?“. CNBC-TV18. CNBC. 27 April 2011. ციტირების თარიღი: 15 October 2011.
  5. Pillai, Sreedhar (4 October 2010). „Crucial time for Kollywood!“. Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 15 September 2011.