გიორგი „ჟორა“ ვლადიმერის ძე შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი — გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.

გიორგი შავგულიძე

გიორგი შავგულიძე, კადრი ფილმიდან „ქეთო და კოტე“
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1910
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 1959 (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის –ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში თეატრი თბილისში გადმოვიდა (შემდგომში მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.

გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ (1938), „გიორგი სააკაძე“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „ჭრიჭინა“ (1954), „ცისკარა“ (1955) და სხვა.

დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია შავგულიძის მეუღლე — მსახიობი ელისაბედ (ლიზა) კონსტანტინეს ასული ვაჩნაძე (დ. 1912 — გ. 2004).

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება
  • „ანტონიოს და კლეოპატრა“ (იულიუსი)
  • „მისი ვარსკვალავი“ ( ნიკოფორე)
  • „ირინეს ბედნიერება“ (აბესალომი)
  • „მეფე ერეკლე“ ( საიათნოვა)
  • „დავით აღმაშენებელი“ (ჭყონდიდელი)
  • „კოლმეურნის ქორწინება“ (ხარიტონი)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1952: სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1955: საქართველოს სახალხო არტისტი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება