იოსებ თუმანიშვილი
იოსებ მიხელის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) (რუს. Ио́сиф Михайлович Туманишви́ли (Тума́нов); დ. 2 (15) იანვარი, 1909, თბილისი - 8 ივლისი, 1981, მოსკოვი) - საბჭოთა მსახიობი, თეატრისა და სახალხო წარმოდგენების რეჟისორი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1964). მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1950).
იოსებ თუმანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 იანვარი, 1909 ტიფლისი |
გარდაცვალების თარიღი |
8 ივლისი, 1981 (72 წლის) მოსკოვი, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოსებ თუმანიშვილი დაიბადა 2 (15) იანვარი 1909 ტფილისში (ახლანდელი თბილისი, საქართველო).
1923 წლიდან თბილისში დაიწყო სასცენო მოღვაწეობა.
1929 წელს დაამთავრა დრამის კურსები ი. ზავადსკის ხელმძღვანელობით. 1925-1932 წლებში იყო ი. ზავადსკის თეატრ-სტუდიის მსახიობი, სადაც მან მრავალი მთავარი როლი შეასრულა. 1933-1934 წლებში მოსკოვის მუშათა მხატვრული თეატრის მთავარი რეჟისორია; 1934-1936 წლებში - ახალი თეატრის დირექტორი.[1]
1936 წლიდან რეჟისორი, 1938-1946 წლებში კი - მთავარი რეჟისორი კ. ს. სტანისლავსკის სახელობის მოსკოვის ოპერის თეატრში (1941 წლიდან - კ. სტანისლავსკის და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალური თეატრი). 1946-1953 წლებში - მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1953-1961 წლებში - მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1961 წლიდან - კრემლის ყრილობათა სასახლის და პარალელურად 1964-1970 წლებში - დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი.
იოსებ თუმანიშვილი იყო მოსკოვში მრავალი ეროვნული დეკადების საკონცერტო წარმოდგენების სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი. მთავარი რეჟისორი იყო „ოლიმპიადა-80“-ის (მოსკოვი) გახსნისა და დახურვის ცერემონიების, სპორტული ფესტივალი „მეგობრობა-84“-ის შეჯიბრის ოფიციალური გახსნის ცერემონიის; ახალგაზრდობისა და სტუდენტების VI და XII მსოფლიო ფესტივალების გახსნისა და დახურვის ცერემონიების; მოსკოვში კეთილი ნების თამაშების გახსნის ცერემონისა (ბოლო სამი მის მიერ შეიქმნა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე და მიეძღვნა მის ხსოვნას).
1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასწავლიდა სამსახიობო ოსტატობას გლაზუნოვის სახელობის თეატალურ-მუსიკალურ სასწავლებელში (1951 წელს სასწავლებელი ГИТИС-ის შემადგენლობაში შევიდა[2] ). 1951 წლიდან ასწავლიდა ГИТИС- ში (1965 წლიდან - პროფესორი). 1970 წლიდან - მუსიკალური თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების კურსების სამხატვრო ხელმძღვანელი, ГИТИС-ის სარეჟისორო განყოფილების ხელმძღვანელი. იყო სკკპ წევრი 1956 წლიდან.
1946 წელს ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად აქვს გადაღებული ფილმი დავით გურამიშვილი.
იოსებ თუმანიშვილი გარდაიცვალა 1981 წლის 8 ივლისს მოსკოვში. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე (ნაკვეთი №50).
ოჯახი
რედაქტირება- მეუღლე — ვალენტინა მიხეილის ასული იუნაკოვსკაია (1909-1998), მოსკოვის ოპერეტის თეატრის მსახიობი.
- ვაჟი — მიხეილ იოსების ძე თუმანიშვილი (1935-2010 წწ.), მსახიობი, კინორეჟისორი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1991).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1941 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1950 — მეორე ხარისხის სტალინური პრემია
- 1954 — რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1955 — ორდენი საპატიო ნიშანი
- 1958 — რსფსრ სახალხო არტისტი
- 1958 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1964 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1940, 1947, 1967 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1976, 1980 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Театральная Энциклопедия. драма опера балет оперетта цирк эстрада драматург режиссёр
- ↑ Дивы. Часть VIII | Литературное обозрение. ციტირების თარიღი: 2018-08-08