დავით გურამიშვილი (ფილმი)

დავით გურამიშვილითბილისის კინოსტუდიაში 1946 წელს გადაღებული ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი. მისი დამდგმელი რეჟისორები არიან ნიკოლოზ სანიშვილი და იოსებ თუმანიშვილი.[1]

„დავით გურამიშვილი“
ჟანრი ისტორიულ-ბიოგრაფიული
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი,
იოსებ თუმანიშვილი
სცენარის ავტორი სიმონ ჩიქოვანი, ვლადიმერ ორლოვი, ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი
როლებში გიორგი შავგულიძე
დოდო ჭიჭინაძე
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე
ოპერატორი დიმიტრი ფელდმანი
მონტაჟი ევგენია ბეჟანოვა
მხატვარი ქრისტესია ლებანიძე,
ლეონიდ მამალაძე,
ალექსეი უტკინი
სტუდია თბილისის კინოსტუდია
გამოსვლის თარიღი 1946
ხანგრძლივობა 86 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ, სსრკ
ენა ქართული
 
კადრი ფილმიდან: გიორგი შავგულიძე (დავით გურამიშვილი) და დოდო ჭიჭინაძე (ქეთევანი)

ფილმში გადმოცემულია XVIII საუკუნის ქართველი პოეტის, მეფე ვახტანგ VI-ის კარზე აღიარებული დავით გურამიშვილის ისტორია, რომელსაც ლეკები გაიტაცებენ. ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ დავითი გაქცევას მოახერხებს და სამხედრო დახმარების სათხოვნელად რუსეთში ჩასული ვახტანგ მეფის ამალას შეუერთდება. აქ გაიგებს, რომ მისი სატრფო ქეთევანი რუსი ბარონისთვის მიუთხოვებიათ. უცხო ქვეყნის ომებში მრავალბრძოლაგამოვლილი, სამშობლოს გასაჭირით და პირადი უბედობით დამწუხრებული დავითი თავშესაფარს უკრაინის მიწაზე იპოვის.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება