კოხტა ყარალაშვილი

კოხტა გიორგის ძე ყარალაშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1898, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1947, (დაიღუპა ავტოავარიაში კახეთში) — ქართველი კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1946).

კოხტა ყარალაშვილი
დაბადების სახელი კოხტა ყარალაშვილი
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1898
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1947 (48 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

იგი ისევე ანაზდეულად გამოჩნდა ქართულ კინოხელოვნებაში, როგორც მისი თაობის მრავალი მსახიობი. ...რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა ეძებდა ერთ-ერთი ეპიზოდური როლის შემსრულებელს კინოფილმ „ხანუმასათვის“. არჩევანი შეაჩერა შესანიშნავი გარეგნობის ახალგაზრდაზე. ეს იყო კოხტა ყარალაშვილი, რომელიც, როგორც გამოირკვა, შორს იყო ხელოვნებისგან. მაგრამ გამოცდილ რეჟისორს ალღომ არ უმტყუნა.

ასე მოვიდა იგი ქართულ კინოში. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა და მალე ნიკოლოზ შენგელაიამ ახალბედა მსახიობს შესთავაზა ქერბალაის როლი კინოსურათში „გიული“. მართალია, დამწყებ მსახიობს არ ჰქონდა გავლილი სამსახიობო სკოლა, მაგრამ ბუნებრივი ნიჭის წყალობით დასძლია ესოდენ რთული ამოცანა და მის მიერ შესრულებული როლები გულთბილად მიიღო მაყურებელმა და კრიტიკამ.

კოხტა ყარალაშვილმა ჭეშმარიტ შემოქმედებით გამარჯვებას „ელისოში“ მიაღწია, სადაც განასახიერა ვაჟიას როლი. აქ უკვე სრულიად გამოვლინდა მსახიობის ინდივიდუალობა, თავისთავადობა, დახვეწილი ოსტატობა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. მსახიობის ღირსებას და მის პოპულარობას მოწმობს ის ფაქტი, რომ ცნობილმა სომეხმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა ერევანში მიიწვია, რათა შეესრულებინა ერთ-ერთი წამყვანი როლი კინოფილმში „ზამალუ“.

გამოჩენილმა მსახიობმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში. მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. ვარლამ ჟურულმა მისი მწუხარება გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „დუმილს შეუკრავს შენი ბაგენი, და დაგიხუჭავს არწივის თვალი, სიკვდილო კოხტას რად მიაგენი, ნეტავი სადმე შეგშლოდა ხელი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 1946: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 354, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება