ზაქარია ბერიშვილი

ზაქარია (შაქრო) ივანეს ძე ბერიშვილი (დ. 28 იანვარი, 1887, თბილისი ― გ. 9 მაისი, 1965, იქვე) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ზაქარია ბერიშვილი
დაბადების სახელი ზაქარია ბერიშვილი
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1887
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 1965 (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1905–1921 წლებში თეატრის მსახიობი იყო. გიორგი ჯაბადართან ერთად შექმნა თეატრალური სტუდია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდა მსახიობთა მომზადებაში. 1921 წელს მონაწილეობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექციის ჩამოყალიბებაში. მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ და ასისტენტად. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები სხვადასხვა ფილმებში. ბერიშვილის პირველი დამოუკიდებელი ფილმია „იბრაჰიმ და გოდერძი“ (1927), მანვე გადაიღო „ღრუბელთა თავშესაფარი“ (1928), „საკანი №79“ (1930), „ტანია ფრონტზე“ (1931), „მდინარის გაღმა“ (1935), „ცანის ხეობის საუნჯე“ (1941).

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 322.
  • მარინა კერესელიძე, „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ გვ. 51 — Bilnet, 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება