ამერიკანკა
ამერიკანკა — ლეო ესაკიას 1930 წლის ფილმი.
„ამერიკანკა“ | |
---|---|
ჟანრი | ისტორიული |
დამდგმელი რეჟისორი | ლეო ესაკია |
სცენარის ავტორი |
გიორგი სტურუა, ვიქტორ შკლოვსკი, გიორგი მდივანი |
როლებში | ზაქარია ბერიშვილი, არკადი ხინთიბიძე |
ოპერატორი |
სერგეი ზაბოზლაევი, ალექსანდრე გალპერინი |
მხატვარი |
ა. უტკინი, შალვა მამალაძე |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 29 დეკემბერი, 1930 |
ხანგრძლივობა | 76 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის მოქმედება ვითარდება რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს მოსკოვში. მეფის ოხრანკა ამაოდ ცდილობს ჩაშალოს ბოლშევიკების არალეგალური სტამბის მუშაობა, სადაც სისტემატურად იბეჭდება რევოლუციური ლიტერატურა. პატარა საბეჭდ მანქანა „ამერიკანკას“, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებაში, ცვლიან მრავალტირაჟიანი სწრაფსაბეჭდი მძლავრი მანქანები.
როლებში
რედაქტირება- ზაქარია ბერიშვილი — ხილის დუქნის მეპატრონე
- არკადი ხინთიბიძე — გიორგი სტურუა
- ა. გრომოვი — არალეგალური სტამბის მუშა
- გიორგი მდივანი — არალეგალური სტამბის მუშა
- ა. კუსაკოვა — არალეგალური სტამბის მუშა
- ნ. სმირნიკოვი — არალეგალური სტამბის მუშა
- იური ლავროვი— მემამულე
გადაღება
რედაქტირებაფილმის სცენარზე მუშაობდა არალეგალური სტამბის ყოფილი მუშა გიორგი სტურუა, რომელიც ამავე დროს ტერორისტი და რევოლუციონერი იყო. მისი როლი არკადი ხინთიბიძემ შეასრულა.