სერგეი ზაბოზლაევი
სერგეი პეტრეს ძე ზაბოზლაევი (დ. 1894 — გ. 1939) — კინოოპერატორი, პირველი ქართული ფილმების გადამღები.
1923 წლიდან მუშაობდა საქართველოს „სახელმწიფო კინემატოგრაფიის მრეწველობაში” ოპერატორად. გადაიღო ფილმები: „მამის მკვლელი” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), „დაკარგული საუნჯე” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924), „ვინ არის დამნაშავე?” (ა. წუწუნავა, 1925), „ნათელა” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926), „ხანუმა” (ა. წუწუნავა, 1926), „ორი მონადირე” (ა. წუწუნავა, 1927), „ამერიკანკა” (ა. გალპერინთან ერთად; ლ. ესაკია, 1930). როგორც ოპერატორი იყო კოტე მარჯანიშვილის ყველა ფილმის დადგმის თანამონაწილე — „ქარიშხლის წინ” (1926), „გოგი რატიანი” (ვ. კერესელიძესთან ერთად, 1927), „ამოკი” (1927), „კრაზანა” (1928), „კომუნარის ჩიბუხი” (1929); გადაიღო კინოსიუჟეტები მისი სპექტაკლებისათვის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” და „შუაღამემ გადაიარა” (მ. აფაქიძესთან ერთად).
მუშაობდა დოკუმენტურ კინოშიც: „მალარია” (ლ. პუში, 1928), „მუხრუჭის გარღვევა” (ს. ფალავანდიშვილი, 1930), „ბუბა” (ნ. ღოღობერიძე, 1930). 1930 წლიდან მუშაობდა უზბეკეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კერესელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 296.