კომუნარის ჩიბუხი
კომუნარის ჩიბუხი — კოტე მარჯანიშვილის 1929 წლის მუნჯი მხატვრული ფილმი.
„კომუნარის ჩიბუხი“ | |
---|---|
![]() კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | კოტე მარჯანიშვილი |
სცენარის ავტორი | კოტე მარჯანიშვილი |
როლებში |
უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგეი ზაბოზლაევი (უმც) |
ოპერატორი | სერგეი ზაბოზლაევი |
მხატვარი | ვალერიან სიდამონ–ერისთავი |
სტუდია | სს „სახკინმრეწვი“ |
გამოსვლის თარიღი | 1929 |
ხანგრძლივობა | 67 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
სიუჟეტი რედაქტირება
ფილმი გადაღებულია ილია ერენბურგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. იგი ასახავს პარიზის სოციალურ და პოლიტიკურ სურათს 1870-1871 წლებში და პარიზის კომუნის დაცემას.
პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ პარიზში შიმშილმა და კომუნარების აჯანყებამ იფეთქა. მუშებმა თავიანთი დროებითი მმართველობა გამოაცხადეს. კალატოზ ლუი რუს ცოლმა გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, შვილი ქმარს შეატოვა და ყასაბთან ერთად ვერსალში გაიქცა. პატარა ჟიული ქუჩაში დარჩა. ლუი ბარიკადებზე იღუპება. დამარცხებული კომუნარები დახვრიტეს, რომელთა შორის იყო ლუის პატარა ვაჟიც.
როლებს ასრულებენ რედაქტირება
- უშანგი ჩხეიძე — ლუი რუ – კალატოზი
- სერგეი ზაბოზლაევი (უმც) — ჟიული — რუს შვილი
- ვერიკო ანჯაფარიძე — ლუიზა
- ტ. მენზონი — გაბრიელ დე ბონივეტი
- ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი — ლეიტენანტი
- თამარ ჭავჭავაძე — კომუნარი ქალი
- შალვა ღამბაშიძე — ყასაბი
- შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) — ფრანგი ოფიცერი
- ილიკო მერაბიშვილი
- მიხეილ დავითაშვილი
- გაიოზ მელიავა
- მიხეილ სულთანიშვილი
- ზაალ ტერიშვილი
- დავით ქობულოვი (ქობულაშვილი)