უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, უზბეკეთის სსრ (უზბეკ. Ўзбекистон Совет Социалистик Республикаси, Ўзбекистон ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ტაშკენტი.
უზბეკეთის სსრ უზბეკ. Ўзбекистон ССР | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი უზბეკეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
უზბეკეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
დედაქალაქი | სამარყანდი (1930 წლამდე) ტაშკენტი (1930 წლიდან) | ||||||||
ენა | უზბეკური, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 447 400 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 19 906 000 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
უზბეკეთის სსრ შეიქმნა 1924 წლის 27 ოქტომბერს. მდებარეობდა შუა აზიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ და ავღანეთი. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ფართობით მეხუთე იყო რსფსრ-ს, ყაზახეთის სსრ-ს, უკრაინის სსრ-სა და თურქმენეთის სსრ-ს შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე რუსეთისა და უკრაინის სსრ-სა და ყაზახეთის სსრ-ს შემდეგ. ფართობი 447,4 ათ. კმ². მოსახლეობა 14,1 ათ. კაცი (1976). დედაქალაქი 1930 წლამდე ქ. სამარყანდი, ხოლო 1930 წლიდან ტაშკენტი.
უზბეკეთის სსრ-ში შედიოდა ერთი ავტონომიური რესპუბლიკა (ყარაყალპაკეთის ასსრ), 11 ადმინისტრაციული ოლქი (ნამანგანის ოლქი, ანდიჯანის ოლქი, ფერღანის ოლქი, ტაშკენტის ოლქი, ნავოის ოლქი, ბუხარის ოლქი, სამარყანდის ოლქი, კაშკადარიის ოლქი, სირდარიის ოლქი, სურხანდარიის ოლქი, ჯიზახის ოლქი). რესპუბლიკა იყოფოდა 134 რაიონად, რომელშიც იყო 76 ქალაქი და 86 დაბა.