თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან თურქმენეთის სსრ)

თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (თურქმ. Түркменистан Совет Социалистик Республикасы) — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა. ამჟამად თურქმენეთი.

თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
თურქმ. Түркменистан Совет Социалистик Республикасы

Flag of the Bukharan People's Soviet Republic.svg
 
Flag of Khiva 1920-1923.svg
 
Flag of the Russian Soviet Federative Socialist Republic (1918–1937).svg
7 აგვისტო 192125 დეკემბერი 1991 Flag of Turkmenistan.svg
Flag of the Turkmen Soviet Socialist Republic.svg Emblem of the Turkmen SSR.svg
დროშა გერბი
ჰიმნი
თურქმენეთის სსრ ჰიმნი
Soviet Union - Turkmen SSR.svg
თურქმენეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი აშხაბადი
ენა თურქმენული, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 488 100 კმ²
მოსახლეობა 3 522 700 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ისტორიარედაქტირება

თავდაპირველად, 1921 წლის 7 აგვისტოს, შეიქმნა როგორც თურქმენეთის ოლქი თურქესტანის ასსრ-ის შემადგენლობაში. 1924 წლის 27 ოქტომბერს ეწოდა თურქმენეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, ხოლო 1936 წლის 5 დეკემბრიდან — თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობდა შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ირანი და ავღანეთი. დასავლეთიდან ესაზღვრებოდა კასპიის ზღვა. ფართობი 488,1 ათ. კმ². მოსახლეობა 2 581 ათ. კაცი (1976). დედაქალაქი – აშხაბადი.

მმართველობარედაქტირება

თურქმენეთის სსრ-ს უმაღლეს ხელმძრვანელობას მისი არსებობის მანძილზე ანხორციელებდა კომუნისტური პარტია სკკპ შემადგენლობაში. კომპარტიის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ცენტრალური კომიტეტი, თურქმენეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო რესპუბლიკის ფაქტიური ხელმძღვანელი.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

1924 წლის 4 დეკემბერს თურქმენეთი დაიყო 5 ოკრუგად:

  • კერკინის ოკრუგი;
  • ლენინის ოკრუგი;
  • მერვის ოკრუგი;
  • პოლტორის ოკრუგი;
  • თაშაუზის ოკრუგი.

1939 წლის 21 ნოემბერს თურქმენეთის სსრ დაიყო 5 ოლქად და 40 რაიონად, რომელშიც იყო 15 ქალაქი და 73 დაბა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება