თურქესტანი (რეგიონი)
თურქესტანი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ცენტრალურ აზიაში. ტერმინი გამოიყენებოდა XIX საუკუნიდან XX საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით. მოიცავდა ჩინეთის (აღმოსავლეთით), ავღანეთისა (სამხრეთით) და რუსეთის იმპერიის (დასავლეთით) ტერიტორიებს, 3 მლნ კმ²-ზე მეტს. 1867 წელს რუსეთის თურქესტანში დაარსდა საგენერალგუბერნატორო. 1918 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, 1920 წელს ბუხარისა და ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკები. 1924-1925 წლებში ყოფილი რუსეთის თურქესტანის ტერიტორიაზე შეიქმნა უზბეკეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის ასსრ, ყირგიზეთის და ყარაყალპის ავტონომიური ოლქები, ხოლო რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი შევიდა ყაზახეთის სსრ-ის შემადგენლობაში, როგორც სამხრეთ ყაზახეთის ოლქი. თურქესტანის ნაცვლად ამ პერიოდიდან დამკვიდრდა ტერმინი შუა აზია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 18.
- ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ბარტოლდი, ვ.ვ. „A Short History of Turkestan“ In ders.: Four Studies on the History of Central Asia. Band 1. E. J. Brill, Leiden 1956, S. 1–72.