მარის ველაიათი

(გადამისამართდა გვერდიდან მარის ოლქი (თურქმენეთის სსრ))

მარის ველაიათი (თურქმ. Mary welaýaty) – თურქმენეთის ადმინისტრაციული ერთეული. დაარსდა 1992 წელს ყოფილი მარის ოლქის ტერიტორიაზე. ველაიათის ადმინისტრაციული ცენტრია მარი.

ადმინისტრაციული ერთეული
მარის ველაიათი
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
ადმ. ცენტრი მარი
კოორდინატები 37°00′00″ ჩ. გ. 62°00′00″ ა. გ. / 37.00000° ჩ. გ. 62.00000° ა. გ. / 37.00000; 62.00000
დაარსდა 14 დეკემბერი, 1992
ფართობი 87150 კმ²
მოსახლეობა 1 480 400 (2005)
სატელეფონო კოდი 3522
საავტომობილო კოდი MR
მარის ველაიათი — თურქმენეთი
მარის ველაიათი

ველაიეთის ტერიტორიაზე 1939-1963 წლებსა და 1970-1992 წლებში არსებობდა მარის ოლქი (ფართობი 86,8 ათასი კმ²). 1992 წლის 14 დეკემბრიდან ოლქის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მარის ველაიათი.

გეოგრაფია

რედაქტირება

მარის ველაიათი მდებარეობს თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მურღაბის შუა და ქვემო დინებაში. ჩრდილოეთით მდებარეობს ყარაყუმის უდაბნო, სამხრეთით — ყარაბილისა და ბადხიზის მაღლობები. დიდი მდინარეა მურღაბი (2 წყალსაცავი) შენაკადებიანად. ველაიათის ტერიტორიას კვეთს ყარაყუმის არხი, რომელიც ამუდარიიდან ქალაქ მარიმდე სანაოსნოა.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება