ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ტაჯიკეთის სსრ)

ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ტაჯიკეთის სსრ (ტაჯ. Республикаи Советии Социалистии Тоҷикистон, РСС Тоҷикистон) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი დუშანბე.

ტაჯიკეთის სსრ
ტაჯ. РСС Тоҷикистон


16 ოქტომბერი 19299 სექტემბერი 1991
დროშა გერბი
ჰიმნი
ტაჯიკეთის სსრ ჰიმნი

ტაჯიკეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი დუშანბე
ენა ტაჯიკური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 143,100 კმ²
მოსახლეობა 5,112,000 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

1924 წლის 14 ოქტომბერს ჩამოყალიბდა, როგორც ტაჯიკეთის ასსრ და შედიოდა უზბეკეთის სსრ-ს შემადგენლობაში. 1929 წლის 16 ოქტომბერს ეწოდა ტაჯიკეთის სსრ, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბრიდან მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შეუერთდა სსრკ-ს. მდებარეობდა შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყირგიზეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ავღანეთი და ჩინეთი. ფართობი 143,1 ათ. კმ². მოსახლეობა 3 387 ათ. კაცი (1975). დედაქალაქი - ქ. დუშანბე.

იყოფოდა 1 ავტონომიურ (მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი) და სამ ადმინისტრაციულ (ქულაბის ოლქი, ყურღანთეფის ოლქი და ლენინაბადის ოლქი) ოლქად. რესპუბლიკაში იყო 41 რაიონი, 18 ქალაქი და 47 დაბა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება