თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაავტონომიური რესპუბლიკა 1918-1924 წლებში რსფსრ-ის შემადგენლობაში. დედაქალაქი ტაშკენტი. 1920 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 5230 ათას ადამიანს. ძიითადი ეთნიკური ჯგუფები იყვნენ უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები, თურქმენები, ტაჯიკები, ყარაყალპახები, რუსები.

იყო პირველი საბჭოთა სახელმწიფო შუა აზიაში. შეიქმნა თურქესტანის ისტორიულ რეგიონში 1918 წლის 20 აპრილს. იმავე წლის ოქტომბერში მიღებული იქნა ასსრ-ის კონსტიტუცია. რესპუბლიკა გაუქმდა 1924 წლის 27 ოქტომბერს. მის ტერიტორიაზე შეიქმნა უზბეკეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის ასსრ, ყირგიზეთის და ყარაყალპის ავტონომიური ოლქები, ხოლო რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი შევიდა ყაზახეთის სსრ-ის შემადგენლობაში, როგორც სამხრეთ ყაზახეთის ოლქი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება