ჯიზახის ოლქი
უზბეკეთის ოლქი
ჯიზახის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Jizzax viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჯიზახი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ჯიზახის ოლქი უზბეკ. Jizzax viloyati | ||
ქვეყანა | უზბეკეთი | |
ადმ. ცენტრი | ჯიზახი | |
კოორდინატები | 40°25′00″ ჩ. გ. 67°40′00″ ა. გ. / 40.41667° ჩ. გ. 67.66667° ა. გ. | |
დაარსდა | 29 დეკემბერი, 1973 | |
ფართობი | 20500 კვადრატული კილომეტრი, 21200 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 1 250 100 (2015) | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://www.jizzax.gov.uz/ | |
| ||
ზოგადი მიმოხილვა
რედაქტირებაშეიქმნა 1973 წლის 29 დეკემბერს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 20.5 ათასი კმ². ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მშიერი სტეპის ფარგლებშია. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. მთავარი მდინარეებია სანზარი და ზაამინეუ. დიდი წყალსაცავია აიდარქოლის ტბაზე. განვითარებულია საშენ მასალათა, მსუბუქი, კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობაში დიდი როლი ენიჭება რწყვას (სამხრეთის მშიერი სტეპის არხი და სხვა). მოყავთ მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი) და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები. განვითარებულია მეყარაკულეობა, სახორცე-სარძეო მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებაოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1977).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 564.