ჯიზახი (უზბეკ. Jizzax /Жиззах; რუს. Джизак) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი უზბეკეთში. ჯიზახის ოლქის კულტურული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. აკავშირებს ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთთან. ქალაქის ფართობი 100 კმ².

ქალაქი
ჯიზახი
Jizzax
გერბი

ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ოლქი (უზბეკეთი)|უზბეკეთის ოლქები|ოლქი ჯიზახი
კოორდინატები 40°07′00″ ჩ. გ. 67°51′00″ ა. გ. / 40.11667° ჩ. გ. 67.85000° ა. გ. / 40.11667; 67.85000
პირველი ხსენება X საუკუნე
ფართობი 100 კმ²
ცენტრის სიმაღლე 378
ოფიციალური ენა უზბეკური ენა
მოსახლეობა 148,850 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 710 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +998 72
საფოსტო ინდექსი 130100-130117
ოფიციალური საიტი http://www.djizak.com/
ჯიზახი — უზბეკეთი
ჯიზახი

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს მდინარე სანზარის ხეობაში, ნუროტის მთის ჩრდილოეთ კალთებზე. მირზაჩულის სტეპის სამხრეთ ნაწილში. ტაშკენტიდან დაშორებული 180 კილომეტრით და მდებარეობს მისგან სამხრეთ-დასავლეთით და სამარყანდიდან 90 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქს ესაზღვრება ჯიზახის ოლქის ჯიზახისა და გალა-არალის რაიონები.

ისტორია რედაქტირება

ქალაქი ჯიზახის ჩამოყალიბება განპირობებულია აბრეშუმის დიდ გზაზე მისი მდებარეობით. იგი ჩამოყალიბდა ოაზისში, საიდანაც ერთი გზა გადიოდა ფერღანის ხეობაში და ტაშკენტის ოაზისით სამარყანდში. ძველი ბერძნების ნაშრომებში მოხსენიებულია ქალაქი გაზა მსხვილი დასახლებული პუნქტი ისეთი ქალაქების გვერდით როგორიცაა კიროპოლი. ქალაქ გაზის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა ისტორიოგრაფიაში მიღებულია მოსაზრება, რომ იგი მდებარეობდა შაშისა და სოღდის შორის შუა გზაზე. სწორედ ამიტომ ქალაქი გაზა იდენტიფიცირდება, როგორც ძველი ჯიზახი.

პირველად დასახლება „ჯიზახის“ სახელწოდებით მოიხსენიება, როგორც უძველესი ქალაქი უსტრუშანის ქვეყანაში. მას მოიხსენიებენ არაბი გეოგრაფები იბნ-ჰაუკალია და ალ-მუკადასი.

IX-X საუკუნეებში იმყოფებოდა სამანიდების დინასტიის შემადგენლობაში. XI-XII საუკუნეებში ყარახანიდებისა და ხორეზმშაჰების კუთვნილებაა. 1220 წელს ქალაქში შეიჭრა ჩინგიზ-ყაენის ჯარი, რამაც გამოიწვია ქალაქის მოსახლეობის სრული განადგურება, რის შედეგადაც ჯიზახის მნიშვნელობა დაეცა.

XIV-XV საუკუნეებში ქალაქის მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა და გახდა თიმურიდების სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი.

1860-იანი წლებიდან ბუხარის საემიროს ჯიზახის ბეგების ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც გარშემორტყმული იყო ორმაგი გალავნით. ამ პერიოდისათვის ქალაქის მოსახლეობა 20 ათასს შეადგენდა.

1866 წელს ჯიზახი ალყაში მაოქცია რუსეთის კოლონიურმა დანაყოფებმა გენერალ დიმიტრი რომანოვსკის მეთაურობით. შვიდი დღის ბრძოლის შემდეგ ქალაქი დანებდა. ბრძოლის დროს დაიღუპა ქალაქის 6 000 დამცველი.

1887 წლიდან ჯიზახი სამარყანდის ოლქის სამაზრო ქალაქია. 1916 წელს ქალაქი ჯიზახი თურქესტანის ანტირუსული აჯანყების ერთ-ერთი ცენტრი გახდა. 1924 წლიდან ქალაქი სირდარიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

1973 წლის 29 დეკემბრიდან ჯიზახის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

მოსახლეობა რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობა 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით შეადგენს 163 200 ადამიანს[1].

წელი 1970 1991 2004 2011
მოსახლეობა, ათ. კაცი 37 800 54 700 138 400 160 300

ეროვნული შემადგენლობა (2011): უზბეკები — 140,7 ათ. კაცი (87,8 %), რუსები — 6,3 ათ. კაცი (3,9 %), ტაჯიკები — 2,72 ათ. კაცი (1,7 %), სხვა (მათ შორის: ყაზახები, თათრები, უკრაინელები, ყირგიზები და სხვა) — 10,6 ათ. კაცი (6,6 %).

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Статистический буклет «О населении языком цифр». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-14. ციტირების თარიღი: 2016-11-20.