ხვარაზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ხორეზმი)

ხორეზმი (უზბეკ. Xorazm, სპარს. خوارزم‎) — შუა აზიის უძველესი რეგიონი ცენტრით ამუდარიის ქვემო დინებაში — ოლქი მიწათმოქმედების განვითარებული საირიგაციო სისტემით, ხელოსნობით და ვაჭრობით. ხორეზმზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა. III საუკუნის ბოლოს ხორეზმის დედაქალაქი იყო კიატი; X საუკუნის ბოლოს დედაქალაქი გადატანილ იქნა ურგენჩში. ხვარაზმის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ალ-ბირუნი და იბნ სინა (ავიცენა).

ხვარაზმი (ხორეზმი)
Khwarezmian Empire
[[File:დროშა 1917-1920 წწ.|30px|border|link=Bandera de Khiva 1917-1920.svg|alt=]]
1190–1220
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ხორეზმის იმპერია 1190—1220 წწ.
დედაქალაქი ?-? ტოპრაკ-ყალა, 305-? კიატი, 1097-1220 ურგენჩი (გურგანჯი), 1212-1220 სამარყანდი, 1220-1221 ღაზნი, 1221-1224 დელი, 1224-1231 თებრიზი, 1573-1920 ხივა
ენები ხორეზმული, ხორეზმულ-თურქული, ჩაღათაური
რელიგია ისლამი
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
ისტორია
 -  შეიქმნა 1190
 -  გაუქმდა 1220
ხორეზმის ოაზისი. ფოტო თანამგზავრიდან 2009 წ.

აქემენიდებამდე

რედაქტირება

არქეოლოგიური გათხრები აფიქსირებენ, რომ ძველი ხორეზმის ტერიტორიაზე ძვ.წ. IV—III ათასწლეულში ნეოლითური ხანის მეთევზეებისა და მონადირეების კელტემინარულ კულტურას. ამ კულტურის პირდაპირი მემკვიდრეა ძვ.წ. II ათასწლეულის ბრინჯაოს ხანის ტაზაბაგიაბის მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა კულტურა. ანტიკური ავტორები ადასტურებენ აგრეთვე, ხორეზმის მცხოვრებთა სავაჭრო ურთიერთობას კოლხეთის სამეფოს ხალხებთან ამუდარიისა და კასპიის ზღვის გავლით, რომელზედაც გაედინებოდა შუააზიური და ინდური საქონელი კავკასიასა და ევქსინის პონტოზე (Εὔξενος Πόντος — შავი ზღვის ძველბერძნული სახელი). ეს დასტურდება, აგრეთვე, მატერიალური კულტურის ძეგლებით, რომლის ელემენტები გვხვდება შუა აზიის, შუამდინარეთისა და კავკასიის უძველესი ძეგლების არქეოლოგიური გათხრებისას.

ალ-ბირუნის თანახმად, წელთააღრიცხვის ძველხორეზმული სისტემები ხორეზმის არსებობას ძვ.წ. XIII საუკუნიდან იწყებენ. რიგი მკვლევარებისა ძველ ხორეზმთან აიგივებენ ავესტაში მოხსენიებულ ჩრდილოეთის ქვეყანას, «აირიანემ-ვეჯოს». გადმოცემის თანახმად, აქ დაიბადა ზოროასტრიზმის ფუძემდებელი ლეგენდარული ზარათუშთრა.

ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ის დაკავშირებულია ამირაბადის კულტურასთან. ამ პერიოდის ქალაქები წარმოადგენს პირუტყვის შესანახ უზარმაზარ თავშესაფრებს, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობდა. ასეთი დასახლებების აღწერა მოცემულია ავესტაში.

სახელწოდება ხორეზმი პირველად გვხვდება ძვ.წ. VIII—VII საუკუნეებში. არსებობს სახელწოდების მრავალნაირი ინტერპრეტაცია: ერთი ეტიმოლოგიით „მკვებავი მიწა“, მეორეთი - „დაბალი მიწა“. ზოგიერთი თვლიდა, რომ სახელწოდება ხორეზმი ითარგმნება, როგორც „ხურიტების ქვეყანა“ — ხვარიზამი. დაახლოებით ძვ.წ. VIII—VII საუკუნეებში ხორეზმი იწყებს თავისი ისტორიის ახალ ერას, როცა ხორეზმელებმა ალ-ბირუნის გადმოცემით დაიწყეს წელთაღრიცხვა მეფეთა მმართველობიდან. ამ პერიოდიდან ხორეზმი ხდება ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, რაზეც მეტყველებენ ძვ.წ. VIII—VI ს.ს. გრანდიოზული ნაგებობანი და საირიგაციო შენობები.

აქემენიდების პერიოდში

რედაქტირება

ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანებში ხორეზმი გახდა აქემენიდების იმპერიის ნაწილი. სავარაუდოდ ის დაიპყრო კიროსმა. კიროსმა თავისი ვაჟი ტანოქსიარკა დანიშნა ხორეზმის, ბაქტრიის და პართიის მმართველად. ხორეზმი მოხსენებულია აგრეთვე დარიოს I-ის ბეჰისტუნის კლდის წარწერაში. ჰეროდოტე თავის ისტორიაში გვეუბნება, რომ ხორეზმი შედიოდა სპარსეთის იმპერიის მე-16 სატრაპიაში, ეგრეთვე, გადმოგვცემს, რომ ხორეზმელები მონაწილეობდნენ ძვ.წ. 480 წელს ბერძენ-სპარსელტა ომებში. ხორეზმელები მონაწილეობდნენ აქემენიდების სპარსეთის დედაქალაქ - პერსეპოლისის მშენებლობაში. მეომარი ხორეზმელები მსახურობდნენ აქემენიდების იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში. ერთ-ერთი მათგანი, სახელად დარგომანი მოხსენებულია ზემო ეგვიპტეში. ბეჰისტუნის კლდეზე შემონახულია ძველ ხორეზმელთა ნახატები.

ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის შუა აზიაში ლაშქრობამდე ხორეზმელებმა აქემენიდებისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძვ.წ. V საუკუნეში არამეული დამწერლობის საფუძველზე ხორეზმელებმა სექმნეს საკუთარი ანბანი. ძველი ნაქალაქარის ტოპრაკ-ყალას ადგილას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ხორეზმულ ენაზე შექმნილი დოკუმენტების საცავი. ხორეზმული ანბანი გამოიყენებოდა VIII საუკუნემდე. ხორეზმელთა ძირითადი რელიგია იყო ზოროასტრიზმი. ძველი ხორეზმის ზეგლტა არქეოლოგიური გამოკვლევებისას აღმოჩენილი იქნა ასუარები — თიხის ყუთები, გარდაცვლილი ადამიანების ძვლების დასაკრძალად.

ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად, აქემენიდების სახელმწიფო განადგურებულ იქნა. ძვ.წ. 328 წელს ხორეზმის მმართველმა ფარასმანმა ალექსანდრესთან გააგზავნა ელჩობა თავისი ვაჟის, ფრატაფერნის მეთაურობით და სესთავაზა მას ამიერკავკასიაში ლაშქრობა, მაგრამ ალექსანდრეს სხვა გეგმები ჰქონდა და ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

ხორეზმი ადრეულ შუა საუკუნეებში

რედაქტირება

ძვ.წ IV — ახ.წ.I ს.ს. ხორეზმი ძლიერი სახელმწიფო იყო.

ძველი ხორეზმის მმართველებიდან, ჯერჯერობით, შემორჩენილია მხოლოდ იმ მმართველთა სახელები, რომელთაც თავისი სახელით აქვთ მოჭრილი მონეტები. ესენია, არტავი - ძვ.წ. I საუკუნის მმართველი, არტრამუში ძვ.წ. II — ახ. წ. III ს.ს. მმართველი, ვაზამარი III ს. მეორე ნახევრის მმართველი და სხვ.

ამ პერიოდში აიგო მრავალი გამაგრებული ქალაქი მძლავრი კედლებითა და კოშკებით, რომლებიც წარმოადგენენ უდაბნოს მხრიდან ოაზისის საზღვრების დამცავი ციხე-სიმაგრის ერთიან სისტემას. აღმოჩენილი საბრძოლო მასალები ადასტურებს, რომ ამ პერიოდში დიდ როლს ასრულებდა სახალხო ლაშქარი და ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული ჯარი. დაახლოებით ძვ.წ. 175 წელს ხორეზმი შევიდა კანგიუის შემადგენლობაში.

ძვ. წ. I ს, უკანასკნელ მესამედში კანგიუის შემადგენლობაში ხორეზმი გვევლინება, როგორც დასავლეთის ჰუნების უძლიერესი მოკავშირე. ამ დროისათვის ხორეზმის ხელისუფლება ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთით დიდ მანძილზე. „ხანის უმცროცი დინასტიის ისტორიის“ ცნობებით, ჩვ. წ. დასაწყისიდან ხორეზმი (რომელიც მოიხსენება აქ, როგორც კანგიუი „კანგლების ქვეყანა“) იმორჩილებს ალანთა ქვეყანას, რომელიც იმ დროისათვის გადაჭიმული ყოფილა ჩრდილოეთ არალისპირეთიდან აღმოსავლეთ აზოვისპირეთამდე.

სავარაუდოდ, ახ.წ. I-II ს.ს. ხორეზმი იმყოფებოდა ქუშანის სამეფოს გავლენის ქვეშ. IV ს. დასაწყისში ფადიშაჰ აფრიგის დროს ხორეზმის დედაქალაი ხდება კიატი. მომდევნო IV-VIII ს.ს. ხორეზმი ქალაქები გაპარტახებული ჩანს. 305-995 ხორეზმს მართავს აფრიგიდების დინასტია, რომლის წარმომადგენლები ატარებდნენ ხორეზმშაჰის ტიტულს. 567-658 წწ. ხორეზმი იყო თურქთა ხაკანატის დაქვემდებარებაში.

არაბთა დაპყრობებიდან სელჩუკებამდე

რედაქტირება

არაბთა პირველი გამოცენა ხორეზმში მე-7 საუკუნიდან ხდება. 712 წელს არაბმა სარდალმა ქუთეიბა იბნ მუსლიმმა დაიპყრო ხორეზმი. ის მკაცრად გაუსწორდა ხორეზმის არისტოკრატიას და განსაკუთრებით კი ხორეზმელ სწავლულებს. როგორც ალ-ბირუნი გადმოგვცემს, ყველა შესაძლო საშუალებით უსწორდებოდა ქუთეიბა მათ, ვინც ხორეზმული წერა-კითხვა იცოდა. ასე რომ, ყველაფერი დავიწყებას მიეცა, თუ კი რაიმე იყო ცნობილი მათში ისლამის გამოჩენამდე.

არაბული წყაროები თითქმის არაფერს გვეუბნება ხორეზმის შესახებ მომდევნო ათწლეულების შესახებ. სამაგიეროდ, ჩინური წყაროები გვამცნობს, რომ ხორეზმშაჰი შაუშაფარი 751 წელს ელჩობას აგზავნის ჩინეთში, რომელიც იმ დროისათვის ებრძოდა არაბებს. ამ დროს ხდება ხანმოკლე პოლიტიკური კავშირი ხორეზმსა და ხაზარეთს შორის. მიუხედავად ამისა, VIII საუკუნის ბოლოს ჩანს, რომ უკვე შაუშაფარის შვილიშვილი ღებულობს არაბულ სახელს აბდალაჰს და თავის მონეტებს ჭრის არაბი მმართველის სახელით.

X საუკუნეში იწყება ხორეზმის ქალაქთა ახალი აღმავლობის პერიოდი. არაბული წყაროები გვიხატავენ ხორეზმის ეკონომიკური აღმავლობის სურათებს. ამასთა, ხორეზმის ვაჭართა არენა ხდება თურქმენეთის და დასავლეთ ყაზახეთის სტეპები. აგრეთვე, ვოლგისპირეთი—ხაზარეთი და ბულგარეთი და აღმოსავლეთ ევროპის ფართო სლავური სამყარო. აღმოსავლეთ ევროპასტან ვაჭრობის თვალსაზრისით, ხორეზმის ქალაქთა შორის პირველ ადგილზე იდგა ურგენჩი. 995 წელს უკანასკნელი აფრიგიდი აბუ-აბდალა მუჰამადი ტყვედ ჩაუვარდა ურგენჩის ემირ მამუნ იბნ-მუჰამადს, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა იგი. ხორეზმი გაერთიანდა ურგენჩის ხელისუფლების ქვეშ.

ამ პერიოდის ხორეზმი გამოირჩეოდა მაღალი განათლების დონით. ხორეზმული წარმოშობის ცნობილ ადამიანთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა: მოჰამად იბნ-მუსა ალ-ხორეზმი, იბნ-ერაყი, აბუ რეიჰან ალ-ბირუნი ალ-ჩაგმინი და სხვ.

1017 ხორეზმის ხელისუფალი გახდა სულთანი მაჰმუდ ღაზნევი, ხოლო 1043 წელს იგი დაპყრობილ იქნა თურქ-სელჩუკების მიერ.

ხორეზმშაჰების სახელმწიფო

რედაქტირება
 
ალა ალ-დინ ტეკეშას მავზოლეუმი ურგენჩში
 
ხორეზმშაჰების სახელმწიფო 1220 წ.

1043 წელს ხვარაზმი სელჩუკებმა დაიპყრეს. XI ს.დასასრულიდან ურგენჩში ე.წ. დიდი ხვარაზმშაჰების დინასტია. თექეშ იბნ ილ-არსლანმა (1172-1200) ხვარაზმი სელჩუკებისაგან გაათავისუფლა. (1194) თექეშის ვაჟის მუჰამად II ალა ალ-დინის (1200-1220) დროს ხვარაზმშაჰების სახელმწიფოს საზღვრები გადაჭიმული იყო კასპიის ზღვის ჩრდ. სანაპიროდან სპარსეთის ყურეში და კავკასიიდან ჰინდუქუშამდე. 1220 წელს ჩინგიზ-ყაენის ჯარების თვდასხმის შედეგად ხვარაზმშაჰების სახელმწიფო დაიშალა, ხვარაზმი ოქროს ურდოში მოექცა. XIV ს. II ნახევარში ხვარაზმის კულტურამ ახალი აღმავლობა განიცადა. 1388 წელს თემურლენგმა ურგენჩი დაანგრია და მთელი ხვარაზმი დაიმორჩილა. თითქმის საუკუნე გრძელდებოდა ხვარაზმისათვის ბრძოლა თემურიდებსა და ოქროს ურდოს ყაენებს შორის. 1512 წელს ხვარაზმს მართავდა ჯუჩის შთამომავლობის დინასტია (XVII ს. ბოლომდე) მოგვიანებით კი — უზბეკი სარდლები იყვნენ ყუნღირათის ტომიდან, თუმცა ტახტზე ფორმალურად ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები იყვნენ. XVII ს.დასაწყისში ხვარაზმის დედაქალაქი იყო ხივა, რომლის არქიტექტურული ანსამბლები გვიანდელი ფეოდალური ხვარაზმის არქიტექტურისა და დეკორატიულ-მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

მონღოლთა პერიოდი

რედაქტირება

1218 ჩინგიზ-ხანმა ელჩობა გააგზავნა ხორეზმში წინადადებით - კავშირი შეეკრათ. ხორეზსმშაჰი ალა ად-დინ მუჰამედ II-მ უარყო ეს წინადადება იმ მიზნით, რომ მონღოლები არ იყვნენ საიმედო პარტნიორები და ოტრარის მმართველის, კაირ ხანის წინადადებით ელჩები ჩამოახჩო. ჩინგიზ ხანმა მოითხოვა კაირ ხანის გადაცემა, მაგრამ პასუხად მუჰამედმა კვლავ ჩამოახრჩო ერთ-ერთი ელჩი წარგზავნილთაგან. 1219 წლის გაზაფხულზე, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩინეთი დაპყრობილი ბოლომდე, ჩინგიზ ხანმა 200 ათასიანი ლაშქარი გაგზავნა ხორეზმში. ხორეზმშაჰმა ვერ გაბედა გენერალური ბრძოლის გამართვა. მას არც კი გამოუცხადებია მობილიზაცია, მთელი თავისი ლაშქარი უცვლელად დატოვა სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში გადანაწილებული მცირე-მცირე ჯგუფებად. ამის გამო ხორეზმის ყველა მსხვილი ქალაქი ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდა მონღოლთა შემოტევისას. ყველა მათგანი განადგურდა და ხორეზმელთა უმრავლესობა დაიხოცა. ხორეზმშაჰმა გადარჩენილი ჯარის ნაწილებით, ჯერ თავის ირანულ სამფლობელოებს შეაფარა თავი, შემდეგ კი მცირე რაზმით გაიქცა კასპიისპირა ოლქში და გარდაიცვალა კუნძულ აბესკუნზე (კუნძული, ამჟამად, მთლიანად წყალის ქვეშ არის მოქცეული), მდინარე მტკვრის დელტაში, კასპიის ზღვაში. ხორეზმშაჰების სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

ხორეზმ-შაჰის ვაჟი ჯალალ ად-დინ მანგუბერდი 1231 წლამდე აგრძელებდა ბრძოლას მონღოლთა წინააღმდეგ. მან ორჯერ გაანადგურა მონღოლთა არმია თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დამარცხებულ იქნა თავად ჩინგიზ-ხანის მიერ მდინარე ინდთან. ამის შემდეგ ჯალალ ად-დინ მანგუბერდი გარდაიცვალა კავკასიაში. ხორეზმ-შაჰების უკანასკნელი მემკვიდრე ანუშტეგინიდების დინასტიიდან იყო საიფ ად-დინ კუტუზი, რომელმაც მცირე ხნით შეძლო 1259 წელს მოსულიყო ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში. მისმა ჯარებმა საბოლოოდ, შეძლეს შეეჩერებინათ მონღოლთა წინსვლა 1260 წელს აინ-ჯალუტის ბრძოლაში.

1220 წელს ხორეზმი შევიდა მონღოლთა იმპერიაში, მოგვიანებით კი ჯუჩის ულუსში. ამ პერიოდში ხელახლა აშენდა ურგენჩი. ის გახდა ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ხორეზმულმზ კულტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოქროს ურდოს კულტურულ განვითარებაში.

1359 წელს ხორეზმმა სუფი-ყუნგრადების მეთაურობით კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1370 წლამდე ხორეზმის მეთაური იყო ჰუსეინ სუფი, ტონგრადის ვაჟი ყუნგრადების დინასტიის. 1372 წელს ხორემის წინააღმდეგ გაილაშქრა თემულრ-ლენგმა, მისი ჯარი გამოვიდა ქალაქ სამარყანდიდან, აიღო ქალაქი ბუხარა და ხორეზმელთა ციხე კიატი. ჰუსეინ სუფიმ დიდხანს ვერ გაუძლო წინააღმდეგობა და ალყაშემორტყმულ ხორეზმში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა იუსუფ სუფი. 1376 წელს ხორეზმი შევიდა თემურის იმპერიაში, მისი მმართველები კი გაიქცნენ ოქროს ურდოში.

ხორეზმი XVI-XVIII საუკუნეებში

რედაქტირება

1505 წელს ხორეზმი შევიდა მუჰამედ შეიბანი-ხანის სახელმწიფოში. მდინარე ამუდარიის კალაპოტის ცვლილების გამო დედაქალაქი 1573 წელს გადატანილ იქმა ქალაქ ხივაში. XVII საუკუნიდან რუსულ ისტორიოგრაფიაში სახელმწიფოს დაარქვეს ხივის სახანო. სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებას კი წარმოადგენდა ძველი სახელწოდება - ხორეზმი. 1511 - 1770 ხორეამის მმართველი იყო შიბანიდების დინასტია.

ხორეზმი XVIII-XIX საუკუნეებში

რედაქტირება

1770-ანი წლებიდან ხორეზმის ხელისუფლებაში მოვიდნენ უზბეკური წარმომავლობის ყუნგრადების დინასტია. დინასტიის დამფუძნებელი იყო მუჰამედ ამინ-ბიი. ამ პერიოდში დედაქალქ ხივაში აიგო ხორეზმის არქიტექტურის შედევრები. 1873 წელს მუჰამედ რაჰიმ-ხან II-ის მმართველობის დროს ხორეზმი გახდა რუსეთის ვასალი. 1920 წლამდე გაგრძელდა ყუნგრადების მმართველობა. ისინი საბჭოთა თურქესტანთან ორი ომის შემდეგ წითელი არმიის გამარჯვების შედეგად ჩამოგდებულ იქნენ ტახტიდან.

ხორეზმის მმართველთა სია

რედაქტირება
ხორეზმის მმართველები
სახელი მმართველობის წლები ტიტული
სიავუშიდების დინასტია
ქაიხუსრავი ძვ.წ.1200 — ძვ.წ.1140 ხორეზმშაჰი
საქსაფარი ძვ.წ.519 — ძვ.წ.517 ხორეზმშაჰი
ფარასმანი ძვ.წ.329 — ძვ.წ.320 ხორეზმშაჰი
ხუსრავი ძვ.წ.320 — ? ხორეზმშაჰი
აფრიგიდების დინასტია
აფრიგი 305 — ? ხორეზმშაჰი
ბაგრა ? ხორეზმშაჰი
საჰასაკი ? ხორეზმშაჰი
ასკაჯამუკ I ? ხორეზმშაჰი
ასკაჯავარ I ? ხორეზმშაჰი
სახრ I ? ხორეზმშაჰი
შაუში ? ხორეზმშაჰი
ჰამგარი ? ხორეზმშაჰი
ბუზგარი ? ხორეზმშაჰი
არსამუხი ? ხორეზმშაჰი
სახრ II ? ხორეზმშაჰი
საბრი ? ხორეზმშაჰი
ასკაჯავარ II ? ხორეზმშაჰი
ასკაჯამუკ II 712 — ? ხორეზმშაჰი
შაუშაფარ ? ხორეზმშაჰი
თურქასაბასი ? ხორეზმშაჰი
აბდ-ალაჰი ? ხორეზმშაჰი
მანსურ იბნ აბდ-ალაჰი ? ხორეზმშაჰი
ერაყ იბნ მანსური ? ხორეზმშაჰი
აჰმად იბნ ერაყი ? ხორეზმშაჰი
აბუ აბდ-ალაჰ მუჰამად იბნ აჰმადი ? — 995 ხორეზმშაჰი
მამუნიდების დინასტია
აბუ ალი მამუნ იბნ მუჰამადი 992—995
995 — 997
ემირი გურგანჯისა
ხორეზმშაჰი
აბუ-ლ-ჰასან ალი იბნ მამმუნი 997—1009 ხორეზმშაჰი
აიდ ად-დაულა აბუ-ლ-აბას მამუნ იბნ ალი 1009—1017 ხორეზმშაჰი
აბუ-ლ-ჰარის მუჰამადი 1017 ხორეზმშაჰი
ალტუნტაშის დინასტია
ალტუნტაში 1017—1032 ხორეზმშაჰი
ჰარუნ იბნ-ალტუნტაში 1032—1035 ხორეზმშაჰი
ისმაილ იბნ-ალტუნტაში 1035—1041 ხორეზმშაჰი
ანუშტეგინიდების დინასტია (ბეკდილები)
ქუთბ ად-დინ I 1097—1127 ხორეზმშაჰი
ალა ად-დინ ატსიზი 1127—1138,
1139 — 1156
ხორეზმშაჰი
თაჯ ად-დინ ილ-არსლანი 1156—1172 ხორეზმშაჰი
ჯალალ ედ-დინ სულთან-შაჰი ხორეზმშაჰი
ალა ად-დინ ტეკეში 1172—1200 ხორეზმშაჰი
ალაადინ მუჰამად II 1200—1220 ხორეზმშაჰი
ქუთბ ად-დინ უზლაგ-შაჰი ვალიაჰადი, სულტანი ხორეზმისა, ხორასანისა და მაზანდარანისა
ჯალალ ად-დინ მანგუბერდი 1217—1220
1220 — 1231
სულთანი ღაზნისა, ბამიანისა და ღურისა
ხორეზმშაჰი
რუქნ ად-დინ გურსანჯი 1217—1222 სულთანი ერაყისა
ღიას ად-დინ პირ-შაჰი 1217—1229 სულთანი ქირმანისა და მეკრანისა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 475.
  • Веселовский Н. И. Очерк историко-географических сведений о Хивинском ханстве от древнейших времён до настоящего времени. СПб., 1877.
  • Виноградов А. В. Тысячелетия, погребенные пустыней. М.: Просвещение, 1966.
  • Толстов С. П. Новогодний праздник «каландас» у хорезмийских христиан начала XI века. დაარქივებული 2009-11-25 საიტზე Wayback Machine. Материалы и исследования по этнографии и антропологии СССР, 1946, 2, с. 87-108.
  • Б. Грозный. Протоиндийские письмена и их расшифровка. Вестник древней истории 2 (11). 1940.
  • Толстов С. П. По следам древнехорезмийской цивилизации. М.-Л.: 1948.
  • Kыдырниязов М.-Ш. Материальная культура городов Хорезма в XIII—XIV веках. Нукус: Каракалпакстан, 1989.
  • «Троицкий вариант» № 60, c. 8 (2010)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება