პართია (პართიის სამეფო) (ბერძ. Παρθία, არაბ. بارثيون, სპარს. اشکانیان) — ძველი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა ქრ. შ. 247 წელს კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. სახელმწიფოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყვნენ პართელები, სპარსელები, სომხები, ქურთები და ა.შ. მან დაიპყრო ტერიროტია მესოპოტამიიდან ინდოეთამდე. შეწყვიტა არსებობა 220 წელს. ჩინელი მოგზაურის ჩჟან ციანის ჩანაწერებში პართია და დინასტია არსი მოხსენიებულია, როგორც ანსი (ჩინ.: 安息).

პართია
სამეფო
 

ძვ. წ. 247220  

დედაქალაქი ქტესიფონი
ექბატანა
ენა პართული
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
დინასტია არშაკიდები
მეფე
 - 247-211 ქრისტეშობამდე არშაკ I

ისტორიული მიმოხილვა

რედაქტირება

ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323) მაკედონიის იმპერიის ადგილზე წარმოიშვა სახელმწიფოების მთელი რიგი. ირანი თავდაპირველად სელევკიდების სამეფოში შედიოდა. მაგრამ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა მკვიდრმა ატროპატმა დააარსა ატროპატენა. უფრო მნიშვნელოვანი გახდნენ აღმოსავლეთის სამეფოები: გრეკო-ბაქტრიული სახელმწიფო და პართია.

ქრ. შ. 250 წელს ირანული მომთაბარე ტომები, საკები და პარნები, შეიჭრნენ სელევკიდთა ერთ-ერთ სატრაპიაში, პართიენაში. შემდეგ ახლადშემნილმა სახელმწიფომ დაიპყრო კიდევ ერთი სატრაპია გირკანია და სელევკოს II იძულებული იყო ეღიარებინა არშაკიდთა მეფობა. ქრ. შ. მე-2 საუკუნეში პართია ანადგურებს სელევკიდთა იმპერიას და გავლენას დიდ არმენიაზე ახდენს. მან სომხეთში თავისი მართველობა დაამყარა და ძვ. წ. 95 წელს ტიგრან II სომხეთის მეფედ გამოაცხადა.

პართიის სამეფო დასუსტდა სხვადასხვა მომთაბარე ტომებთან ომისაგან. ამ დროს რომის იმპერიაში ტრაიანე მეფობდა. მან წაართვა პართიას სომხეთი და ქტესიფონი. პართიას გამოეყო შემდეგი ოლქები: მარგიანა, საკასტანი, გირკანია, ელიმაიდა, პარსა, ჰარაკენა, ქ. ჰარტა. 226 წელს არტაბანი დაეცა და ტიტული „მეფეთა მეფე“, როგორც თითქმის მთლიანი პართია სასანიდებთან გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bickerman, Elias J. (1983), „The Seleucid Period“, Yarshater, Ehsan, Cambridge History of Iran, 3.1, Cambridge University Press, pp. 3–20.
  • Bivar, A.D.H. (1983), „The Political History of Iran under the Arsacids“, Yarshater, Ehsan, Cambridge History of Iran, 3.1, Cambridge UP, pp. 21–99.
  • Bivar, A.D.H. (2003), „Gorgan v.: Pre-Islamic History“, Encyclopaedia Iranica, 11, New York: iranica.com, http://www.iranicaonline.org/articles/gorgan-v.
  • Boyce, Mary (1983), „Parthian writings and literature“, Yarshater, Ehsan, Cambridge History of Iran, 3.2, Cambridge UP, pp. 1151–1165.