თავრიზი
თავრიზი (სპარს. تبریز - Tabriz, აზერბ. تبریز) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს აჯიჩაის ხეობაში, ზღვის დონიდან 1364 მ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
თავრიზი تبریز | |||
| |||
ქვეყანა | ირანი | ||
მუნიციპალიტეტი | აღმოსავლეთი აზერბაიჯანი | ||
კოორდინატები | 38°04′00″ ჩ. გ. 46°18′00″ ა. გ. / 38.06667° ჩ. გ. 46.30000° ა. გ. | ||
მმართველი | Iraj Shahin Baher | ||
ფართობი | 140 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 54,1 მ | ||
ოფიციალური ენა | სპარსული ენა | ||
მოსახლეობა | 2,187,998 კაცი (2013) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 | ||
სატელეფონო კოდი | 041 | ||
საფოსტო ინდექსი | 51368 | ||
საავტომობილო კოდი | 15 | ||
ოფიციალური საიტი | https://tabriz.ir/ | ||
ისტორია
რედაქტირებათავრიზი დაარსდა III ან IV სუაკუნეში სასანიანების მიერ. შუა საუკუნეებში იყო სახვითი ხელოვნების დიდი ცენტრი. იაკუთის თანახმად ქალაქი ქართველთა ლაშქრობის შედეგად დაქვეითდა.[1] 1512-1548 წლებში იყო ირანის დედაქალაქი. 1571-1573 წლებში თავრიზში მოხდა ხელოსანთა და ქალაქის ღარიბების აჯანყება. XVIII-XIX საუკუნეებში იყო თავრიზის სახანოს დედაქალაქი. გულისტანის შეთანხმების თანახმად ისტორიული აზერბაიჯანი (სპარს. Âzarâbâdagân ადარბადაგანი) სრულიად გადავიდა სპარსეთის მხარეს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ტერიტორია, რომელიც წარსულში კავკასიის ალბანეთისა და შირვანის გაერთიანების ნაწილი იყო, რუსეთის იმპერიის საკუთრება გახდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში იყო ყაჯართა დნასტიის შაჰების მემკვიდრეების რეზიდენცია. XX საუკუნის დასაწყისში გახდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი, ამ დროს მოხდა თავრიზის აჯანყება. 1911 წელს თავრიზში შეიჭრა რუსეთის იმპერია. 1918 წელს მუსავათებმა პირველად გამოიყენეს ტერმინი „აზერბაიჯანი“ კავკასიის თურქი ტომების (იხ. აზერბაიჯანელები) ახლადშექმნილი რესპუბლიკის აღსანიშნავად, რომლის შემდეგაც ხმარებაში შემოვიდა ტერმინები „ჩრდილოეთი აზერბაიჯანი“ და „სამხრეთი აზერბაიჯანი“. 1947 წლდან მოქმედებს უნივერსიტეტი.
არქიტექტურა
რედაქტირებათავრიზის ძეგლებიდან აღსანიშნავია ალი-შაჰის საკრებულო მეჩეთი (1310-1320), რომელიც 1809 წელს გადააკეთეს ციტადელად. ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი ცისფერი მეჩეთი (1465), რომელიც XX საუკუნეში აღადგინეს. თავრიზში მდებარეობს პავლიონებით დამშვენებული პარკი გოლესთანი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 569.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Tabriz Tv დაარქივებული 2019-04-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1960-2009) The encyclopaedia of Islam, New edition, Leiden: Brill. ISBN 90-04-16121-X.
- ↑ FarsNewsAgency - ط®ط¨ط±ع¯ط²ط§ط±ظٹ ظپط§ط±ط³. Farsnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-08. ციტირების თარიღი: 2012-04-02.