თავრიზის ცისფერი მეჩეთი
თავრიზის ცისფერი მეჩეთი (სპარს. Masjed-i Kabud) — ისტორიული მეჩეთი თავრიზში, ირანი.
აგებულ იქნა 1465 წელს აყ-ყოიუნლუს სულთნის იაყუბ იბნ უზუნ-ჰასანის მმართველობის პერიოდში, სალეჰე ხათუნის სურვილით. მეჩეთი მძიმედ დაშავდა 1778 წლის მიწისძვრის დროს, რასაც მხოლოდ მისი მთავარი შესასვლელი გადაურჩა. ნაგებობა აღადგინეს 1900-იან წლებში ირანის კულტურის სამინისტროს თაოსნობით.
მეჩეთს სახელი შეარქვეს შენობის ცისფერი ფილებით მოპირკეთების გამო. ამ ფილების უმრავლესობა მიწისძვრამ ჩამოყარა, თუმცა ზოგი მათგანის ხილვა დღესაც შეიძლება შენობის მთავარ შესასვლელზე.