უზუნ-ჰასანი
უზუნ-ჰასანი (დ. დაახლ. 1423 — გ. 6 იანვარი, 1478) — აყ-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელი 1453-1478 წლებში. გამორჩეული სარდალი და პოლიტიკოსი. გამუდმებულად ებრძოდა ყარა-ყოინლუს თურქმანებს და 1467 წელს მათი ლაშქარი დაამარცხა, ბოლო მოუღო ყარა-ყოინლუს სახელმწიფოს და თავის სატახტო ქალაქად თავრიზი გამოაცხადა.
უზუნ-ჰასანი | |
---|---|
Uzun Həsən | |
აყ–ყოიუნლუს სახელმწიფოს 1–ლი სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1453 |
მმართ. დასასრული: | 1478 (25 წელი) |
წინამორბედი: |
ჯაჰანგირ მირზა აყ–ყოიუნლუ ჯეჰან-შაჰი |
მემკვიდრე: | სულთან ჰალილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1423 |
დაბ. ადგილი: | დიარბაქირი |
გარდ. თარიღი: | 6 იანვარი, 1478 (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | თავრიზი |
მეუღლე: |
დესპინა ხათუნი) სელჯუკ შაჰ ბეგუმი ჯან ბეგუმი თარჯილ ბეგუმი |
შვილები: |
უღურლუ მუჰამედ ბეი ზეინალ ბეი სულთან ჰალილი მესიჰ მირზა მაქსუდ მირზა იუსუფ მირზა სულთან იაქუბი ჰალიმა ბეგუმი (მართა) |
დინასტია: | აყ–ყოიუნლუს დინასტია |
მამა: | ჯელალედინ ალი ბეი |
დედა: | სარა ჰატუნი |
რელიგია: | ისლამი |
უზუნ-ჰასანი ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების განტკიცებას, ეწეოდა საამშენებლო საქმიანობას, შეეცადა საგადასახადო საქმის მოწესრიგებას - გამოსცა „კანუნნამე“, რომლითაც განისაზღვრა ძირითადი გადასახადების ოდენობა. ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუკავშირდა ვენეციას (1463 წ.); მოლაპარაკებას აწარმოებდა უნგრეთთან და პოლონეთთან კავშირის თაობაზე. 1473 წელს სძლია სულთან მეჰმედ II-ის ლაშქარს, მაგრამ იმავე წელს მარცხი განიცადა ოსმალებთან ბრძოლაში. რამდენიმეჯერ ილაშქრა საქართველოში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 115.