სარა ჰატუნი
სარა ჰატუნი (აზერ. Sara xatun; გ. 1465) – აზერბაიჯანის პირველი დიპლომატი ქალი. ჯალალედინ ალი ბეის მეუღლე, უზუნ-ჰასანის და ჯაჰანგირ მირზას დედა. რეალობაში სარა ჰატუნის სახელი სარაი ჰატუნი იყო, მაგრამ აზერბაიჯანულ ენაში დამკვიდრდა, როგორც სარა ჰატუნი.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებასარა ჰატუნის წარმოშობის შესახებ სპეკულაციები გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც მინორსკის სტატიაში დაიწერა, რომ სარა დიარბაქირელ ქრისტიანთა ოჯახიდანაა. აყ-ყოინლუთა შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ნაწარმოების ავტორი ჯონ ვუდსი წერს რომ, მინორსკი თავისი შემდგომი კვლებების შემდეგ ხელახლა დაუბრუნდა ამ საკითხს და დაწერა რომ, სარაი ჰატუნი უზუნ-ჰასანის მამა ჯალალადდინ ალი ბეის ბიძაშვილია. თუმცა, ეს მცირე დეტალი ბევრი ისტორიკოსის უყურადღებობით შეცდომით გავრცელებულია და მაგალითად ფრანს ბაბინგერის ნაირი ისტორიკოსები ისევ წერენ, რომ სარა ჰატუნი დიარბაქირელ ქრისტიანთა ოჯახიდანაა. სავარაუდოდ 1465 წელს გარდაიცვალა.[2] აღსანიშნავია, რომ სარა ჰატუნის ბებია მარია ქომნენა ტრაპიზონის დედოფალი იყო.
მმართველობა
რედაქტირებასარა ჰატუნი ქალაქ ჰარპუტის მმართველი იყო.[3] მისი სახელობის მეჩეთი მისი მმართველობის დროს აშენდა. ამის გარდა ჰქონდა თავისი ცალკე სალოცავი კუთხე, სადაც დაწერილია: „სარა ჰატუნი უზუნ ჰასანის მშობელია“.[4]
დიპლომატი
რედაქტირებააყ-ყოინლუნთა საზღვარგარეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში სარა ჰატუნის როლი მნიშვნელოვანია. უზუნ-ჰასანი ყველა პოლიტიკურ საკითხებში რჩევებს სარა ჰატუნისგან იღებდა. პირადი მოლაპარაკებები აქვს გამართული აბუ-საიდთან, ოსმალეთის იმპერატორ მეჰმედ II-სთან.
ოჯახი
რედაქტირებაერთ-ერთი წყაროს მიხედვით ჯალალადდინ ალი ბეიზე დაქორწინებულ სარა ჰატუნს 8 შვილი, 7 ვაჟი და 1 ქალიშვილი ჰყავდა:[5]:
- უზუნ-ჰასანი
- ჯაჰანგირ მირზა
- ჰუსეინი
- ჯაჰანშაჰი
- ისკანდერი
- იბრაჰიმი
- უვეისი
- ხადიჯა-ბაიმი — დაქორწინებული იყო შეიხ ჯუნეიდზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. "Sara Khatun: Azerbaijan’s First Female Diplomat". ADA დაარქივებული 2020-12-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Faruk Sümer,“Doğu Anadolu‘da Moğol ve Türkmen Devirlerine Ait Bazı Tarihi Yapılar Hakkında Düşünceler”, Belleten, TTK, C.LIV, S.209–211, Ankara, 1991,s.632; Faruk Sümer,“Akkoyunlular”, Dİ A, C.2,İstanbul,1989, s.272
- ↑ SÜMER, Faruk. (1990). Doğu Anadolu’da Moğol ve Türkmen Devirlerine Ait Bazı Tarihi Yapılar Hakkında Düşünceler”. Belleten, C. LIV, 210,Ankara.
- ↑ Abdürrahim Şerif, Ahlat Kitabeleri, Hamit Matbaası,İstanbul, 1932, s.79
- ↑ Faruk Sümer - Akkoyunlar, səh. 272