ვლადიმერ მინორსკი
ვლადიმერ თედორეს ძე მინორსკი (დ. 5 თებერვალი [ძვ. სტ. 24 იანვარი]. 1877, ვოლგის კორჩევი — გ. 25 მარტი. 1966, კემბრიჯი) — რუსი აღმოსავლეთმცოდნე. 1900 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1903 წელს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი. 1903 წლიდან მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (იმყოფებოდა დიპლომატიურ სამუშაოზე ირანსა და თურქეთში). 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა ირანში (1917-1919), საფრანგეთში (1919-32) და ინგლისში 1932 წლიდან. იყო ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი (1937-დან). თავისი ფუნდამენტური შრომებით მინორსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში.
ვლადიმერ მინორსკი | |
---|---|
რუს. Владимир Фёдорович Минорский | |
დაბ. თარიღი | 6 თებერვალი, 1877[1] [2] ან 5 თებერვალი, 1877[3] |
დაბ. ადგილი | კორჩევა |
გარდ. თარიღი | 25 მარტი, 1966[1] [4] [5] [6] (89 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი[1] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | დიპლომატი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტი და ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლა |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი |
განთქმული მოსწავლეები | George de Roerich, Clifford Edmund Bosworth, Q97315282? და Roger Savory |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118958070 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://journals.cambridge.org/action/displayAbstract?fromPage=online&aid=3868872&fileId=S0041977X0007422X
- ↑ Oxford Biography Index
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ AlKindi
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.